სოზარ სუბარი გამჭვირვალობის კანონპროექტზე: ვინც განხილვაში შემოვა, ის ვერაფრით დაამტკიცებს, რატომ არ სჭირდება ეს კანონი საქართველოს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
33 19 აპრილი 2024, 19:41

ვინც განხილვაში შემოვა, ის ვერაფრით დაამტკიცებს, რატომ არ სჭირდება ეს კანონი საქართველოს, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, დეპუტატმა სოზარ სუბარმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

სუბარის განცხადებით, ის არ ელის, რომ კანონპროექტის განხილვა კონსტრუქციულად გაგრძელდება.

„შეიძლება, გამოვთქვათ იმედები, რომ იქნება კონსტრუქციული განხილვები როგორც მეორე და მესამე მოსმენისთვის, ისე საერთაშორისო პარტნიორებთან. თუმცა, მე დარწმუნებული ვარ, ასე არ იქნება, იმიტომ, რომ ეს არავის არ სჭირდება. ვინც განხილვაში შემოვა, ის ვერაფრით დაამტკიცებს, რატომ არ სჭირდება ეს კანონი საქართველოს, იმიტომ, რომ ეს არის კანონი, რომელიც სჭირდება საქართველოს და რომლის მსგავსი არის ძალიან ბევრ დემოკრატიულ ქვეყანაში. ხოლო სადაც არ არის, ახლა იღებენ მსგავს კანონებს და გაცილებით მკაცრს. ეს სჭირდება საქართველოს“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

მისივე განცხადებით, კანონპროექტის მოწინააღმდეგე ძალებმა როგორც კი ნახეს, რომ პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონი და ქუჩაში აქციების ინტენსივობამ იკლო, სასწრაფოდ გახსნეს მეორე ფრონტი.

„ამ შემთხვევაში ვგულისხმობ განცხადებებს, რომელიც გაკეთდა შეერთებული შტატებიდან - მეთიუ მილერის განცხადება, ამას მოჰყვა ყოფილი ელჩის კელი დეგნანის განცხადება. ნატომაც კი გააკეთა განცხადება. ცილისმწამებლური განცხადებები გააკეთეს ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ, აბსოლუტურად შეურაცხმყოფელი და ცილისმწამებლური და ამის პუნქტობრივად დამტკიცება შეგვიძლია. როგორც უკრაინაში მიდი ბრძოლა უკანასკნელ უკრაინელამდე, პრაქტიკულად, მათ მოუწოდეს, ქართულ NGO-ებს მოუწოდეს, გადით ქუჩაში და უკანასკნელ „ენჯეოშნიკამდე“ იბრძოლეთო", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი