კანონპროექტი, რომელსაც პარლამენტში კენჭი უყარეს, არ აახლოებს საქართველოს ევროკავშირთან, არამედ პირიქით, იმედგაცრუებული ვართ, რომ მთავრობამ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
36 19 აპრილი 2024, 21:09

მინდა, გარკვევით ვთქვა, კანონპროექტი, რომელსაც პარლამენტში კენჭი უყარეს, არ აახლოებს საქართველოს ევროკავშირთან, არამედ პირიქით, იმედგაცრუებული ვართ, რომ მთავრობამ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა „ევრონიუსს“ განუცხადა.

„ევრონიუსი“ წერს, რომ საქართველომ დეკემბერში მიიღო კანდიდატის სტატუსი, რითიც შეასრულა პოსტსაბჭოთა ქვეყნის დიდი ხნის მისწრაფება. შარლ მიშელის თქმით, გადაწყვეტილება იყო ფუნდამენტური და ახლა ბრიუსელი თბილისისგან უფრო მეტ პოზიტიურ სიგნალს ელოდება.

როგორც „ევრონიუსი“ წერს, კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ სადავო კანონპროექტის გამო გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის პროცესი გაიყინოს, შარლ მიშელი სიღრმეებში არ ჩავიდა და აღნიშნა, რომ ნებისმიერ განვითარებას, რომელიც არ შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტებს, გავლენა ექნება, როგორ შეაფასებს ბრიუსელი განმცხადებლის შანსებს.

„გაფართოების პროცესი არის დამსახურებაზე დამყარებული. ეს ყველაფერი დაფუძნებულია იდეაზე, რომ კანდიდატი ქვეყნები – ისინი, ვისაც სურთ ევროკავშირში გაწევრიანება, პატივს უნდა სცემდნენ ფუნდამენტურ საერთო პრინციპებსა და ღირებულებებს. ისინი მხარს თუ დაუჭერენ კანონპროექტებს, რომლებიც არ შეესაბამება ამ პრინციპებს და ღირებულებებს, ეს გავლენას მოახდენს პროცესზე“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მტკვრის მარცხენა სანაპიროზე საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია.
მოლდოვა ქართველ ხალხთან დგას, რომელიც უდრეკ სიმამაცეს, დემოკრატიისა და თავისუფლებისადმი ღრმა ერთგულებას აჩვენებს
საპროტესტო აქციის მონაწილეებმა „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორია, ესტაკადაზე ასასვლელი გადაკეტეს
სოზარ სუბარი: როდესაც მრავალი წლის განმავლობაში აშშ-ში ერთი უმაღლესი დონის შეხვედრაც კი არ ყოფილა და ამ დროს გვეუბნებიან - ჩამოდით, შეგხვდებით, მაგრამ ვიზიტამდე უნდა შეაჩეროთ კონკრეტული კანონის განხილვაო, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან შესაბამისი გადაწყვეტილება იქნა მიღებული
დიმიტრი ხუნდაძე: ემოციების ამარა ქვეყნის მომავლის დატოვება და სახელმწიფო უსაფრთხოების მხოლოდ "პარტნიორმეგობრობაზე" მინდობა არასერიოზული და სახიფათოა. ასეთი ნდობისა და დამოკიდებულების შედეგი უკვე ვიხილეთ უკრაინაში
არქივი