სახელგატეხილი პოლიტიკოსები რომ ხალხს ეუბნებიან, გამოდითო და არაფერს ჰპირდებიან, მგონი, ეს მიტინგის დაშლის ნაცადი გზაა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
29 22 აპრილი 2024, 13:11

ოპოზიციამ „ქართული ოცნების“ ის ცუდი საქმეები უნდა გააპროტესტოს, რასაც აკეთებს, მათ შორისაა „რუსული კანონი“ და თან აზრზე მოვიდეს, - განაცხადა „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ.

მისი თქმით, სახელგატეხილი პოლიტიკოსები რომ ხალხს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებენ და არაფერს ჰპირდებიან, ეს მიტინგის დაშლის ნაცადი გზაა.

„პროტესტის ფორმა აზრზე მოსვლა უნდა იყოს. ოპოზიციამ „ქართული ოცნების“ ის ცუდი საქმეები უნდა გააპროტესტოს, რასაც აკეთებს, მათ შორისაა „რუსული კანონი“ და თან აზრზე მოვიდეს, რაც მარტივი ამბავი არ არის. როგორც ჩანს, კოლეგებს პროტესტის ძლიერი ფორმა სჭირდებათ, რადგან პატარ-პატარა პროტესტებით აზრზე ვერ მოდიან.

აზრზე მოსვლა იმას ნიშნავს, რომ მიტინგის დაშლისა და „კატაობის“ ნაცვლად, ხალხს უნდა დაელაპარაკონ, რას გააკეთებენ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. როცა ოპოზიცია ამის თქმას ერთად შეძლებს, მობილიზებას აზრი მაშინ აქვს. ახლა სახელგატეხილი პოლიტიკოსები რომ ხალხს ეუბნებიან, გამოდითო და არაფერს ჰპირდებიან, მგონი, ეს მიტინგის დაშლის ნაცადი გზაა. სააკაშვილს ყველაფერი შეუძლია, გააჩნია, ამ პროცესებში რა როლი უნდა. როგორც მისი მეგობრები ამბობდნენ, მან არ უნდა მოინდომოს ქორწილში სიძის და გასვენებაში გარდაცვლილის როლი, რადგან ამაზე ბევრი მუშაობს. სხვა როლი უნდა მოირგოს, ბევრია ვაკანტური, თუმცა ყველას მთავარსარდლობა უნდა და სწორედ ეს როლია დაკავებული“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მიხეილ სარჯველაძე - უხერხულად გამოიყურება, როდესაც ვიზიტის დაგეგმვა პირობით ხდება, ეს არ არის მთავარი სულისკვეთება, რაც პარტნიორული ურთიერთობისთვის თანმხლები უნდა იყოს
მასაცუგუ ასაკავა - შევქმნათ პოლიტიკა და კონცეფცია, რათა ჩვენი ქვეყნები გახდეს მდგრადი, მომავლისკენ გასადები ხიდი საჭიროებების მიხედვით უნდა შემუშავდეს
ეროვნულმა ბანკმა კორეის საფინანსო სატელეკომუნიკაციო და საკლირინგო ინსტიტუტთან ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმა
The Wall Street Journal: კამპუსებში პროტესტებამდე რამდენიმე თვით ადრე სტუდენტებს აქტივისტთა ჯგუფები ტრენინგებს უტარებდნენ
კოსოვოს მთავრობა მაისში ერთნაირსქესიანთა კავშირების ლეგალიზებას გეგმავს
არქივი