ზაალ ანჯაფარიძე-ევროპარლამენტის რეზოლუცია არის კიდევ ერთი მტკიცებულება, რომ ევროპა გვიკეთებს ისეთ შეთავაზებებს, რომელზედაც ჰგონია, რომ საქართველო უარს ვერ იტყვის- თითქმის არ მეპარება ეჭვი, ამ რეზოლუციაშიც დიდი ფულია გადახდილი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
33 25 აპრილი 2024, 17:34
„ეს რეზოლუცია არის სტიმული მინავლებისკენ წასული საპროტესტო აქციების ხელახლა გამწვავებისთვის“- ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუციას. 

ანჯაფარიძის თქმით, ევროპარლამენტი გვიკეთებს ისეთ შეთავაზებებს, რომელზედაც ჰგონია რომ საქართველო უარს ვერანაირად ვერ იტყვის.

ანალიტიკოსის აზრით, ამ რეზოლუციაშიც დიდი ფულია გადახდილი.

„ევროპარლამენტის მორიგი ყბადაღებული რეზოლუცია არის კიდევ ერთი მტკიცებულება, რომ ევროპა საქართველოს ეპყრობა როგორც მაფიის ნათლიმამა დონ ვიტო კორლეონე. ანუ გვიკეთებს ისეთ შეთავაზებებს, რომელზედაც ჰგონია რომ საქართველო უარს ვერანაირად ვერ იტყვის. 
თითქმის არ მეპარება ეჭვი, რომ ამ რეზოლუციაშიც, ისევე როგორ წინა რეზოლუციებში, დიდი ფულია გადახდილი და ამასაც მალე გავიგებთ 
რა უნდა იფიქროს და იგრძნოს საქართველოს რიგითმა მოქალაქემ, როდესაც ამერიკელი და ევროპელი კონგრესმენები, პარლამენტარები, პოლიტიკოსები, დიპლომატები და ექსპერტები მას ეუბნებიან, რომ სააკაშვილის და ნაცმოძრაობის მმართველობის დროს საქართველო ევროპულ რეფორმებს ატარებდა და ეხლა თურმე ევროპული გზიდან გადაუხვია. ანუ, მათი ლოგიკით საქართველოს მოსახლეობამ თურმე შეცდომა დაუშვა, რომ 2012 წელს ნაცმოძრაობა ხელისუფლებას ჩამოაშორა.
ეს რეზოლუცია არის სტიმული მინავლებისკენ წასული საპროტესტო აქციების ხელახლა გამწვავებისთვის“-წერს ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ილია მეორე - ყველას მოგიწოდებთ, შესაძლებლობისამებრ, ავმაღლდეთ სულიერად, გავერთიანდეთ ქრისტეში და ერთად შევთხოვოთ მას მშვიდობა საქართველოსთვის, უკრაინის, ახლო აღმოსავლეთისა და მთელი მსოფლიოსათვის
ირაკლი კობახიძემ აზიის განვითარების ბანკის 57-ე წლიური შეხვედრის სტუმრებს ოფიციალურ მიღებაზე უმასპინძლა
პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე სიონის საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას დაესწრნენ
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ქრისტეს აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავს
პატრიარქი: ყველას მოგიწოდებთ, დღეს, შესაძლებლობისამებრ, ავმაღლდეთ სულიერად, მივეცეთ აღდგომის დღესასწაულის სიხარულს და ერთად შევთხოვოთ უფალს მშვიდობა როგორც საქართველოსთვის, ისე უკრაინის, ახლო აღმოსავლეთისა და მთელი მსოფლიოსათვის
არქივი