რომის პაპი: მოლაპარაკებების გზით მიღწეული მშვიდობა უკეთესია, ვიდრე გაუთავებელი ომი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
41 25 აპრილი 2024, 20:06

რომის პაპმა ფრანცისკემ ამერიკულ ტელეკომპანია CBS News-თან ინტერვიუში უკრაინასა და ღაზის სექტორში მიმდინარე ომის ფონზე მსოფლიოში მშვიდობისკენ მოუწოდა.

„[მივმართავ] ომში მყოფ ქვეყნებს, ყველა მათგანს: გთხოვთ, შეაჩერეთ ომი. მოიძიეთ მოლაპარაკებები, მშვიდობა“, - აღნიშნა რომის პაპმა.

რომის პაპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების გზით მიღწეული მშვიდობა უკეთესია, ვიდრე გაუთავებელი ომი.

მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთის შეჭრას უკრაინაში დამანგრეველი შედეგები აქვს უკრაინელი ბავშვებისთვის.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი