ქვეყნის პრემიერობა არ ნიშნავს ბევრი ლაი-ლაი იყოს ტელევიზორში - გიორგი ვაშაძე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
218 15 სექტემბერი 2020, 12:09
ქვეყანაში არის უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური ვითარება, ხალხმა საბანკო სესხებიდან გამომდინარე აღარ იცის საიდან გადაიხადოს ფული, საპროცენტო სესხები ყველა დაწესებულებამ მოუმატა ხალხს და მიმდინარეობს ქონებრივის მასობრივი გადაფორმება მიკროსაფინანსო თუ საბანკო დაწესებულებების მხრიდან, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ეკონომიკურ ვითარებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ამ პირობებში გიორგი გახარია და მთავრობა „გამოდიან და ამბობენ, რომ საქართველოში ყველაფერი კარგად არის.“

,,არ სვამთ კითხვას, საიდან უნდა გადაიხადოს ხალხმა ეს ფული? 200 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი დაიკარგა, მცირე და საშუალო ბიზნესი ტოტალურად გაჩერებულია და უმძიმეს ვითარებაშია. 45 მილიონი ხომ მოძებნეთ თქვენი მეგობრებისთვის, რომ გადაურიცხეთ ანგარიშებზე და შემდეგ დაგიბრუნეს თქვენ პარტიაში შემოწირულობად. ხომ მოძებნეთ ფული იმ კომპანიებისთვის, სადაც თქვენი პარლამენტის წევრები არიან მეპატრონეები, უძრავი ქონების უზარმაზარი კომპანიებისთვის. რატომ არცერთი კაპიკი არ მოიძებნა იმ ხალხისთვის, რომელიც ასეთ მძიმე ვითარებაშია, სად არის თქვენი გეგმა? ხალხის ასე, ბედის ანაბარა მიტოვება ხომ არ შეიძლება, ეს ხალხი ქუჩაში რომ დარჩება, სახლ-კარის გარეშე რომ დარჩება, რა უნდა გავაკეთოთ ამის შემდეგ? ამ ხალხს ხომ შველა უნდა,“ - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა პრემიერ-მინისტრს და მთავრობას ანტიკრიზისული გეგმის შემუშავებისკენ მოუწოდა.

„5 მილიარდი მივიღეთ დახმარება საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, რატომ არცერთი კაპიკი არ მიდის ხალხის დასახმარებლად. როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს მავნებლური, არაფრის მკეთებელი დამოკიდებულება თქვენი მხრიდან. ქვეყნის პრემიერობა იმას კი არ ნიშნავს ბევრი ლაი-ლაი იყოს ტელევიზორში, ეს ნიშნავს ხალხზე ზრუნვას და ალალ-მართალი ხალხის დახმარებას. საიდან უნდა გადაიხადოს გაზრდილი საბანკო პროცენტები ხალხმა? სამსახური არ არის, ბიზნესი აღარ მუშაობს, დახურეთ აბსოლუტურად ყველაფერი, ლარის კურსი გარბის. რატომ არაფერს არ აკეთებთ ამ კუთხით? ჩვენ ჩვენი გეგმა და სტრატეგია გვაქვს, სად არის თქვენი გეგმა? კონკრეტული გეგმით გამოდით და გვიპასუხეთ ამ საკითხზე,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტრო - ჟურნალისტებისა და LGBT პირების მიმართ ძალადობა და მუქარა სრულიად მიუღებელია
შალვა პაპუაშვილი ავრცელებს კრისტიან დანიელსონის დოკუმენტს, რომელზეც ირაკლი კობახიძისა და არჩილ თალაკვაძის ხელმოწერებია
ადა მარშანიამ "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" დატოვა
შალვა პაპუაშვილი იმედოვნებს, რომ ოპონენტების ნაწილი პასუხისმგებლობას არ გაექცევა და საარჩევნო რეფორმის განხორციელებაში მონაწილეობას მიიღებს
გია ვოლსკი - არის ერთი კონკრეტული პარტია და ლიდერი, რომელიც უკვე გადავიდა უცნაურ, მაზოხისტურ განწყობაზე, ადამიანს უხარია, როდესაც მისი სიტყვით ხორციელდება დესტრუქციული პროცესები
არქივი