თამთა მეგრელიშვილი: დაკავებული კაკო ბილანიშვილი, 72 წლის კაცი, არ არის ბერას უახლოესი მეგობარი და არც მისი უახლოესი გარემოცვის წევრი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
232 06 ივლისი 2022, 15:43

საქართველო პატარაა, „ყველა ყველას“ იცნობს, ყველამ ვიცით ვინ ვინაა, მაგრამ ადამიანების ერთმანეთთან ასე დაკავშირებას მაინც მყარი არგუმენტაცია სჭირდება და სანიუსედ ასეთი თემის გამოტანას და საპირისპიროს მტკიცებას სხვა სტანდარტი სჭირდება - „ტვ პირველი“, ალბათ ხვდებით - ასე ეხმიანება საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი „ტვ პირველის“ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საბერძნეთში დაკავებული „კანონიერი ქურდი“ კაკო ბილანიშვილი ივანიშვილების ოჯახის ახლობელია.

„დაკავებული კაკო ბილანიშვილი, 72 წლის კაცი, არ არის ბერას უახლოესი მეგობარი და არც მისი უახლოესი გარემოცვის წევრი.
საქართველო პატარაა, „ყველა ყველას“ იცნობს, ყველამ ვიცით ვინ ვინაა, მაგრამ ადამიანების ერთმანეთთან ასე დაკავშირებას მაინც მყარი არგუმენტაცია სჭირდება და სანიუსედ ასეთი თემის გამოტანას და საპირისპიროს მტკიცებას სხვა სტანდარტი სჭირდება - „ტვ პირველი“, ალბათ ხვდებით.

აი, მაგალითად, მყარი არგუმენტაციით შეგახსენებთ, რომ ნაქურდალი ფულით საზრდოობთ, კრიმინალი, ბავშვის მკვლელი გყავთ ტელევიზიის სათავეში და რაცაა და როგორცაა ყველამ ვიცით და სანიუსედ ამ თემის გატანა ზედმეტ კითხვის ნიშნებს არავისთვის შექმნის. ამბობ - დაამტკიცე, ეს სტანდარტი რომ დამტკიცდება, თქვენს ეთერში გასვლასაც აზრი დაეკარგება, მესმის...“ - წერს მეგრელიშვილი facebook - ზე
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამთა მეგრელიშვილი: ის ახალგაზრდები, რომლებიც დღეს ქუჩაში გამოდიხართ, მხოლოდ პოლიტიკური სატყუარა ხართ, თქვენ სისხლზე აქვთ გათვლა ამ პოლიტიკურ სვავებს და გონს მოეგეთ, რას აპროტესტებთ ერთხელ მაინც გადაიკითხეთ!
ზურაბ ქადაგიძე: გამჭვირვალობის შესახებ კანონი მეორე მოსმენით მიღებულია - გაუმარჯოს სუვერენულ საქართველოს!
დავით ქართველიშვილი: „გლობალური ომის პარტიის“ შესაძლოა ბოლო გაფართხალების მოწმენი ვართ ერთდროულად სხვადასხვა გეოლოკაციაში განვითარებული იდენტური არეულობების სახით
არა ნაცებს! არა მწამებლებს! არა „ორი გვამის“ მომთხოვნ ადამიანებს, რომლებიც დღეს ისევ ქვეყნის არევას, ხელისუფლების დამხობას, რევანშს და სისხლის კალოების მოწყობას გეგმავენ
მიხეილ სააკაშვილი: ახლა ზუსტად ის მომენტია, რაც 2008 წლის 11 აგვისტოს დაგვიდგა, როდესაც რუსული ტანკები იდგნენ იგოეთთან, აპირებდნენ თბილისში შემოსვლასა და ქართული სახელმწიფოებრიობის გაუქმებას
არქივი