გია აბაშიძე - ქართულ საზოგადოებას თვალში ნაცარს ვერავინ შეაყრის იმის მცდელობით, თითქოს "სამართლიანი არჩევნები" (ISFED) არის მიუკერძოებული NGO
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
307 19 აგვისტო 2022, 20:33

ქართულ საზოგადოებას თვალში ნაცარს ვერავინ შეაყრის იმის მცდელობით, რომ თითქოს "სამართლიანი არჩევნები" (ISFED) არის მიუკერძოებული NGO. ეს არის მხარე, "ნაცენჯეო", სააკაშვილის რევანშისტების დღის წესრიგის ტირაჟირების ერთ-ერთი გამხმოვანებელი - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე აშშ-ის საელჩოს განცხადებას.

როგორც აბაშიძე აღნიშნავს, ხსენებულმა ორგანიზაციამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ხმების პარალელური დათვლის (PVT) შედეგები გააყალბა და რამდენიმეკვირიანი ტურბულენტობა გამოიწვია ქართულ პოლიტიკურ ველზე და ოპოზიციას ხელისუფლების არალეგიტიმურობაზე აპელირების უაზრო საბაბი მისცა. ამ სამარცხცვინო ფაქტზე მაშინ რატომღაც დუმდნენ საგარეო აქტორები.

მისივე თქმით, ცალკეულმა საელჩოებმა უნდა გააცნობიერონ, რომ რეპუტაციაშელახული არასამთავრობო ორგანიზაციების რეკლამირება წყლის ნაყვის ტოლფასია საქართველოს საზოგადოებისთვის. 

"პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციამ მიიტაცა ხელისუფლება; ევროკომისიის შემადგენლობა არალეგიტიმურია ანდა ბელგიის მინისტრთა კაბინეტი უნდა გადადგეს და საჭიროა შეიქმნას ტექნიკური მთავრობა." საინტერესოა, ეს გზავნილები რომ მოესმინათ ვაშინგტონსა და ბრიუსელში, ადგილობრივი არასამთავრობო/არაკომერციული ორგანიზაციებისგან, იქაც ილაპარაკებდნენ ასეთების ჩართულობასა და ინკლუზიურობაზე?
ქართულ საზოგადოებას თვალში ნაცარს ვერავინ შეაყრის იმის მცდელობით, რომ თითქოს "სამართლიანი არჩევნები" (ISFED) არის მიუკერძოებული NGO. ეს არის მხარე, "ნაცენჯეო", სააკაშვილის რევანშისტების დღის წესრიგის ტირაჟირების ერთ-ერთი გამხმოვანებელი. 
ხსენებულმა ორგანიზაციამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ხმების პარალელური დათვლის (PVT) შედეგები გააყალბა და რამდენიმეკვირიანი ტურბულენტობა გამოიწვია ქართულ პოლიტიკურ ველზე და ოპოზიციას ხელისუფლების არალეგიტიმურობაზე აპელირების უაზრო საბაბი მისცა. ამ სამარცხცვინო ფაქტზე მაშინ რატომღაც დუმდნენ საგარეო აქტორები.
ISFED დღემდე ირწმუნება, რომ მოქმედი ხელისუფლება არალეგიტიმურია, საჭიროა "ტექნიკური მთავრობის" ჩამოყალიბება და ამავდროულად უსინდისოდ ცდილობს საარჩევნო კოდექსის რეფორმებში მონაწილეობის მიღებას. 
ცალკეულმა საელჩოებმა უნდა გააცნობიერონ, რომ რეპუტაციაშელახული არასამთავრობო ორგანიზაციების რეკლამირება წყლის ნაყვის ტოლფასია საქართველოს საზოგადოებისთვის. აშშ-ის საელჩოს შევახსენებ, რომ თუნდაც IRI-სა და NDI-ის კვლევებში მათ მიერ დაფინანსებული NGO-ების მოწონების რეიტინგი = 0-ს,“ - წერს აბაშიძე Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამთა მეგრელიშვილი: ის ახალგაზრდები, რომლებიც დღეს ქუჩაში გამოდიხართ, მხოლოდ პოლიტიკური სატყუარა ხართ, თქვენ სისხლზე აქვთ გათვლა ამ პოლიტიკურ სვავებს და გონს მოეგეთ, რას აპროტესტებთ ერთხელ მაინც გადაიკითხეთ!
ზურაბ ქადაგიძე: გამჭვირვალობის შესახებ კანონი მეორე მოსმენით მიღებულია - გაუმარჯოს სუვერენულ საქართველოს!
დავით ქართველიშვილი: „გლობალური ომის პარტიის“ შესაძლოა ბოლო გაფართხალების მოწმენი ვართ ერთდროულად სხვადასხვა გეოლოკაციაში განვითარებული იდენტური არეულობების სახით
არა ნაცებს! არა მწამებლებს! არა „ორი გვამის“ მომთხოვნ ადამიანებს, რომლებიც დღეს ისევ ქვეყნის არევას, ხელისუფლების დამხობას, რევანშს და სისხლის კალოების მოწყობას გეგმავენ
მიხეილ სააკაშვილი: ახლა ზუსტად ის მომენტია, რაც 2008 წლის 11 აგვისტოს დაგვიდგა, როდესაც რუსული ტანკები იდგნენ იგოეთთან, აპირებდნენ თბილისში შემოსვლასა და ქართული სახელმწიფოებრიობის გაუქმებას
არქივი