დავით ქართველიშვილი: „თავისუფლების“ ეტალონ აშშ-ში ქართველი „მეორეხარისხოვანი“ ბავშვების, ანსამბლ „მართვეს“ საგასტროლოდ სამარცხვინო არგაშვება, ეს იყო „გარესკნელის ბნელის“ და არა - ცივილიზებული სახელმწიფოს გადაწყვეტილება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
148 17 მაისი 2023, 11:13
„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ანსამბლ „მართვეს“ ბავშვების ამერიკაში გასტროლების ჩაშლას ეხმაურება. როგორც დავით ქართველიშვილი წერს, ვიზების მომლოდინეთა შორის, „ერთ მწვერვალზე ქართველი ბავშვები, მეორეზე - ბავშვების გამანადგურებელი არარაობა და მესამეზე გარყვნილების „ბუკეტი“ არსება იმყოფებოდნენ, რაც ამ ორი უკანასკნელის სასარგებლოდ გადაწყდა“. „აღარაფერს რომ არ ელოდები ახალს ამ თვალთმაქცობის, ფარისევლობის, გაუკუღმართებული „ფასეულობების“ იმპერიისაგან, მაგრამ, რაც გუშინ ირაკლი კობახიძემ მოყვა, ეს უკვე ფსკერიც კი არ იყო. ეს იყო „ბნელი მას გარესკნელსა, სადაცა მუნ არს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ“. „თავისუფლების“ ეტალონ აშშ-ში ქართველი „მეორეხარისხოვანი“ ბავშვების, ანსამბლ „მართვეს“ საგასტროლოდ სამარცხვინო არგაშვება, ეს იყო „გარესკნელის ბნელის“ და არა - ცივილიზებული სახელმწიფოს გადაწყვეტილება. ანსამბლის (!) პატარა წევრებს უკეთეს შემთხვევაში ივლისიდან ზამთრამდე გაწელილ დროში, ცალ-ცალკე, ინდივიდუალურად ჩარტყმული ვიზებით ჰპირდებოდნენ ქვეყანაში შეყვანას, რაც „ამერიკული აბსურდის“ მწვერვალად შეიძლება ჩაითვალოს. პატარა ქართველების გასტროლები, რა თქმა უნდა, ვერ შედგა. ამერიკას სხვა, უფრო მნიშვნელოვანი პროცესი აღელვებდა ზუსტად მაგ დროს. ათობით ათასობით აფრიკელი ბავშვების სისხლში ბრალდებული, პატიმრობამისჯილი, იარაღის უკანონო ვაჭარ-„ბარონი“, რუსი ვიქტორ ბუტი, უკრაინასთან გაგანია ომის დროს, სასწრაფოდ უნდა გამოეშვათ ციხიდან და დაებრუნებინათ სახლში, რაც 2022 წლის 8 დეკემბერს მოხდა. ეს ყველაფერი მხოლოდ იმისთვის უნდა განხორციელებულიყო, რომ მოსკოვის ციხიდან ამერიკის „სულიერების“ ერთ-ერთი სიმბოლო - ნარკომანი, ნარკომოვაჭრე, ლესბოსელი ზანგი კალათბურთელი გრაინერი დაებრუნებინათ სამშობლოში. ეს კომბინაცია, ეს სამკუთხედი, სადაც ერთ მწვერვალზე ქართველი ბავშვები, მეორეზე - ბავშვების გამანადგურებელი არარაობა და მესამეზე გარყვნილების „ბუკეტი“ არსება იმყოფებოდნენ - ამ ორი უკანასკნელის სასარგებლოდ უნდა გადაწყვეტილიყო. ეს არის დღევანდელი „ამერიკული ფასეულობები. არც ისე შორს განვითარებულან იმ პერიოდიდან, როდესაც ავტობუსებში ზანგებს ცალკე განკუთვნილი ადგილები ჰქონდათ. დღეს „ზანგებად“ - ქართველი ბავშვები გამოიყვანეს ამერიკისკენ მიმავალ „ავტობუსში“ და ჩვენ რაღაც თვითმფრინავის სათადარიგო ნაწილებით გვაშინებენ...“, - წერს დავით ქართველიშვილი. ცნობისთვის, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ამერიკის ვიზებთან დაკავშირებით საუბრისას აღნიშნა, რომ ანსამბლი „მართვე“, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში მიემგზავრებოდა, საქართველოში დატოვეს.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამთა მეგრელიშვილი: ის ახალგაზრდები, რომლებიც დღეს ქუჩაში გამოდიხართ, მხოლოდ პოლიტიკური სატყუარა ხართ, თქვენ სისხლზე აქვთ გათვლა ამ პოლიტიკურ სვავებს და გონს მოეგეთ, რას აპროტესტებთ ერთხელ მაინც გადაიკითხეთ!
ზურაბ ქადაგიძე: გამჭვირვალობის შესახებ კანონი მეორე მოსმენით მიღებულია - გაუმარჯოს სუვერენულ საქართველოს!
დავით ქართველიშვილი: „გლობალური ომის პარტიის“ შესაძლოა ბოლო გაფართხალების მოწმენი ვართ ერთდროულად სხვადასხვა გეოლოკაციაში განვითარებული იდენტური არეულობების სახით
არა ნაცებს! არა მწამებლებს! არა „ორი გვამის“ მომთხოვნ ადამიანებს, რომლებიც დღეს ისევ ქვეყნის არევას, ხელისუფლების დამხობას, რევანშს და სისხლის კალოების მოწყობას გეგმავენ
მიხეილ სააკაშვილი: ახლა ზუსტად ის მომენტია, რაც 2008 წლის 11 აგვისტოს დაგვიდგა, როდესაც რუსული ტანკები იდგნენ იგოეთთან, აპირებდნენ თბილისში შემოსვლასა და ქართული სახელმწიფოებრიობის გაუქმებას
არქივი