ზურაბ ქადაგიძე: მიშას იმის მიხედვით შეიწყალებს ზურაბიშვილი, თუკი ეს აქტი, რადიკალურ ოპოზიციას ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს და სამოქალაქო აჟიოტაჟს შექმნის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
160 01 ნოემბერი 2023, 14:02

სალომე ზურაბიშვილისათვის ექს-პრეზიდენტის შეწყალების შესახებ ნიკა გვარამიას მხრიდან გაჟღერებულ თხოვნას ეხმაურება „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, სალომე ზურაბიშვილი სააკაშვილს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიწყალებს, თუ მას ამის მითითება ექნება და არა მორალური პრინციპიდან გამომდინარე.

„12 წლის წინ, მიშას „მინიონად” მუშაობდა ხელისუფლებაში. მერე ოპოზიციაში გადასვლისას აიწყვიტა და ხან „ჰიფსტერობდა”, ხან ლგბტ-აქტივისტობდა და ხან ისტერიულ ჟურნალისტად გვევლინებოდა. ახლა, „დიდ ავიაციაში” აპირებსო ბიჭი მოსვლას, დაუბან-დაუვარცხნია, რიტორიკა შეუცვლია და საზოგადოებაში „კიტრად” უნდა წარმოჩენა. ჰო და ამ „კიტრმა” სალომეს მიმართა, მიშა შეიწყალეო… არავინ იფიქროს, რომ სალომე სააკაშვილს სამართლიანობის ან მორალური თვალსაზრისით არ იწყალებს. კარგა ხანია, პრეზიდენტწოდებული ზურაბიშვილი ცალ ფეხზე ხტუნაობით არჩენს ოჯახს და მის მარჩენლებს არ გაუჭირდებოდათ, სალომესთვის დავალება მიეცათ.

ზურაბიშვილიც რადიკალების კვალდაკვალ სტატუსის მონიჭებას ელოდება. სააკაშვილს კი არა, ჩიკოტილოს შეიწყალებს, თუ დაავალეს და რამე სარგებელი ნახა. აქედან გამომდინარე, ისე იმოქმედებს როგორც დაავალებენ. დეკემბერში იქნება საჭირო სააკაშვილის შეწყალება, გაისად საარჩევნოდ სააკაშვილის ფაქტორი თუ ვეღარ იმუშავებს და ციხისთვის გაწირავენ პატრონები, ამას პოლიტიკური ვითარება გვაჩვენებს.

მიშას იმის მიხედვით შეიწყალებს ზურაბიშვილი, თუკი ეს აქტი, რადიკალურ ოპოზიციას ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს და სამოქალაქო აჟიოტაჟს შექმნის. ასე რომ, ამორალური პრეზიდენტისგან ნუ გექნებათ მორალური გადაწყვეტილებების მოლოდინები“, - წერს Facebook-ზე ზურაბ ქადაგიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ანრი ოხანაშვილმა რეგლამენტის დარღვევისთვის კომიტეტის სხდომიდან სალომე სამადაშვილიც გააძევა
დიმიტრი ხუნდაძე: საქართველოში ღირსება არცერთი ფორმით არ იყიდება და თუ გლობალურ ომის პარტიაში ჩვენი არ ესმით, დღეს ამას თავად ქვეყნის მოქალაქეთა უმრავლესობა გააგონებს რუსთაველის გამზირიდან
ხვიჩა მაქაცარია: ვრჩები გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტის და ქვეყნის ევროპული არჩევანის ერთგული, როგორც ბიზნესმენიც და როგორც საქართველოს მოქალაქეც
ედიშერ გვენეტაძე-მერამდენედ მიმდინარეობს მიზანმიმართული პროვოკაცია საქართველოს წინააღმდეგ, რომლის ხელმძღვანელობას ამჟამად ნაცებისაგან დავალებული აქვთ პოლიციის გამოწვევა, შეტევა საკანონმდებლო ორგანოზე და მერე სისხლისღვრის გამოწვევა
გიორგი გამსახურდია „ნაცმოძრაობას“: მავნებლები ხართ, არაფერი თქვენში სახელმწიფოებრივი არ არის. ვინც თქვენ მხარს დაგიჭერთ, ლაზარეზე უარესია
არქივი