შინაგან საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანის ელჩს შეხვდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
142 03 ნოემბერი 2023, 15:36

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ფაიგ გულიევთან შეხვედრა გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ელჩმა შინაგან საქმეთა მინისტრს აზერბაიჯანის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ახლად დანიშნული ატაშე, ადილ ბაღიროვი წარუდგინა, რომელიც ახლახან შეუდგა საქართველოში საქმიანობას.

ვახტანგ გომელაურმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პოლიციის ატაშეს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
შეხვედრაზე მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს ორ სახელმწიფოს შორის არსებული ინტენსიური თანამშრომლობის მნიშვნელობა სამართალდაცვის სფეროში. შინაგან საქმეთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა პოლიციის ატაშეების მნიშვნელოვან როლზე თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაში.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს სამომავლო პერსპექტივებზე და მზადყოფნა გამოხატეს აქტიურად გააგრძელონ თანამშრომლობა მომავალში სხვადასხვა მიმართულებით.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: კოლექტიური ნაცები ზუსტად ისე იქცევიან, როგორც იქცეოდნენ ხელისუფლებაში ყოფნის დროს - ეს ხალხი ზნეს და ჩვეულებას არ და ვერ შეიცვლის
გიორგი ზერეკიძე: კოლექტიური ნაცები ზუსტად ისე იქცევიან, როგორც იქცეოდნენ ხელისუფლებაში ყოფნის დროს - ეს ხალხი ზნეს და ჩვეულებას არ და ვერ შეიცვლის, მათი ხელისუფლებაში მოსვლის თეორიულად დაშვებაც კი ამ ქვეყანაში გაათმაგებულ ძალადობას, სისასტიკეს და სისხლისღვრას მოიტანს
გია აბაშიძე: შემირცხვენია საქართველოს ის მოქალაქე, რომელიც საჯაროდ არ გმობს ეროვნული დროშის ძირს დაგდების შემთხვევებს ფსევდო-პროვოკაციის მიზნით
დავით ქართველიშვილი: კიევის მერმა ვერ მოახერხა პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრა - კლიჩკომ აღნიშნა, რომ უკრაინის წამყვან პოლიტიკოსებს შორის არ არსებობს არც ერთობა და არც ერთსულოვნება
ბიზნესმენი დიმიტრი ნაფეტვარიძე: კანონის ძირითადი იდეა არის გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება, რის გარეშეც დემოკრატია ვერ იქნება ძლიერი და რეალური ვერსად - ვერც თბილისში, ვერც ბრიუსელში ან ვაშინგტონში. როგორც ბიზნესმენი, მხარს ვუჭერ გამჭვირვალობას
არქივი