ზურაბ ქადაგიძე: მოლოდინი იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკურ სარეცელს გაიყოფს, გახარია-ლომჯარიასთან და ერთკაციან პარტიებთან, ნელ-ნელა კონტურებს იძენს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
135 22 ნოემბერი 2023, 21:02
„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე რომელიმე ოპოზიციური პარტიისა და დავით ზურაბიშვილის შესაძლო გაერთიანებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორც ზურაბ ქადაგიძე წერს, „რესპუბლიკური პარტია“  ყოველთვის გამოირჩეოდა პარაზიტობით და ახლაც ცდილობს სარგებელი ნახოს.

„პარაზიტები საშოვარზე გამოვიდნენ…

ურეიტინგო პარტიების ავანგარდში ყოველთვის „რესპები“ ლიდერობდნენ და ახლაც, როგორც ყოველთვის, მოლოდინში არიან.

მოლოდინი იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკურ სარეცელს გაიყოფს, გახარია-ლომჯარიასთან და ერთკაციან პარტიებთან, ნელ-ნელა კონტურებს იძენს და დიდი ალბათობით, ასეც მოხდება…

ჰოდა, „რესპებიც“ რისი პარაზიტები არიან, რომ პირველი არ მიეწებონ ამ პროცესს და სარგებელი არ ნახონ?! 

თუმცა, ამ ბატონს ერთი რამ ავიწყდება:

გინდ „მესამე ძალა“ და გინდ „მეათე“ დაარქვით, არითმეტიკულად ყველა ნული ხართ. 

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში 2024 წლის არჩევნები პრეცედენტული გახდება ყველა უსამშობლოსა და გავლენის ბენეფიციარისათვის, რადგან მოსახლეობამ არჩევანი უნდა გააკეთოს:

სუვერენულ და დოტაციურ სახელმწიფოს შორის;

ეროვნულ ინტერესსა და გლობალურ პოლიტ-კონიუნქტურას შორის;

რეალ-პოლიტიკასა და ფსევდო-დემოკრატიას შორის;

ეროვნულ იდენტობასა და ლიბერალურ ფაშიზმს შორის.

ჰოდა, 2024-ის არჩევნების შემდეგ უსამშობლო პარაზიტებისათვის პოლიტიკური სივრცე ვეღარ იარსებებს“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ანრი ოხანაშვილმა რეგლამენტის დარღვევისთვის კომიტეტის სხდომიდან სალომე სამადაშვილიც გააძევა
დიმიტრი ხუნდაძე: საქართველოში ღირსება არცერთი ფორმით არ იყიდება და თუ გლობალურ ომის პარტიაში ჩვენი არ ესმით, დღეს ამას თავად ქვეყნის მოქალაქეთა უმრავლესობა გააგონებს რუსთაველის გამზირიდან
ხვიჩა მაქაცარია: ვრჩები გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტის და ქვეყნის ევროპული არჩევანის ერთგული, როგორც ბიზნესმენიც და როგორც საქართველოს მოქალაქეც
ედიშერ გვენეტაძე-მერამდენედ მიმდინარეობს მიზანმიმართული პროვოკაცია საქართველოს წინააღმდეგ, რომლის ხელმძღვანელობას ამჟამად ნაცებისაგან დავალებული აქვთ პოლიციის გამოწვევა, შეტევა საკანონმდებლო ორგანოზე და მერე სისხლისღვრის გამოწვევა
გიორგი გამსახურდია „ნაცმოძრაობას“: მავნებლები ხართ, არაფერი თქვენში სახელმწიფოებრივი არ არის. ვინც თქვენ მხარს დაგიჭერთ, ლაზარეზე უარესია
არქივი