ლევან ნიკოლეიშვილი: უკრაინაში საქმეები კარგად რომ არაა, უფრო მეტიც, სერიოზულად მძიმედაა, ამას თავად უკრაინელები აღიარებენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
77 03 დეკემბერი 2023, 11:11
კიევის მერის ვიტალი  კლიჩკოს განცხადებით, „უკრაინა ავტორიტარიზმისკენ მიდის.” არესტოვიჩმა კორუფციამ და უპასუხისმგებლობამ წალეკა უკრაინის პოლიტიკური ელიტაო, არახამიამ კი ომის გაგრძელება და სამშვიდობო მოლაპარაკების არ დაწყება ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ მინისტრს ბორის ჯონსონს დააბრალა - ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ექსპერტის შეფასებით, უკრაინელი პოლიტიკოსების მიერ კორუფციასა და ავტორიტარიზმთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები ადასტურებს, რომ უკრაინაში კარგი ვითარება არ არის. 

ნიკოლეიშვილის თქმით, ამ ფონზე, გაუგებარია, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო უკრაინას და მოლდოვას უნდა დაეწიოს.

“კიევის მერის ვიტალი  კლიჩკოს განცხადებით, „უკრაინა ავტორიტარიზმისკენ მიდის.”
არესტოვიჩმა კორუფციამ და უპასუხისმგებლობამ წალეკა უკრაინის პოლიტიკური ელიტაო, არახამიამ კი ომის გაგრძელება და სამშვიდობო მოლაპარაკების არ დაწყება ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ მინისტრს ბორის ჯონსონს დააბრალა...
მოკლედ უკრაინაში, საქმეები კარგად რომ არაა, უფრო მეტიც სერიოზულად მძიმედაა,  ამას თავად უკრაინელები აღიარებენ...
ე.წ. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კი აცხადებს, „შემდეგი წელი იქნება კიდევ უფრო გადამწყვეტი, რომ დავეწიოთ ორ პარტნიორს „ასოცირებული ტრიოდან“ - უკრაინას და მოლდოვასო...“ 
ამოცანა გვეკითხება, კერძოდ რაში უნდა დავეწიოთ უკრაინას და მეორე ეს ქალბატონი პღეზიდენტი ადეკვატურია თუ არა!” - წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი გამსახურდია „ნაცმოძრაობას“: მავნებლები ხართ, არაფერი თქვენში სახელმწიფოებრივი არ არის. ვინც თქვენ მხარს დაგიჭერთ, ლაზარეზე უარესია
გია აბაშიძე-მართებულია, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობა უნდა გადაიხედოს - წლებია საქართველოს საზოგადოება ვერ ხედავს აშშ-თან ვერც თავისუფალ ვაჭრობას, ვერც პირდაპირ ფრენებს, ვერც უვიზო მიმოსვლას. სამაგიეროდ ხდება უსამშობლო და, უწინარესად, ამერიკისთვის ფუჭი "ნაცენჯეოების" პრივილეგირება
ბიზნესმენი ნოშიკო ნამორაძე: არ შეგვიძლია უგულებელვყოთ ფარული უცხოური დაფინანსების მავნე გავლენა სასიცოცხლო მნიშვნელობის პროექტებზე, რომლების „გაუქმება ან გადადება“ ხელს უშლის ჩვენი ქვეყნის პროგრესს
ნანა კაკაბაძე - მიმდინარეობს ნიადაგის მომზადება არჩევნების წინ ისეთი სიტუაციის წარმოჩენისთვის, რომ ყველა, ვინც ხელისუფლების მომხრეა, ავტომატურად პრორუსია, ხოლო ხელისუფლების ყველა მოწინააღმედეგე - პროევროპელია
გია აბაშიძე: ნაცგობლინები ვითომ ამუნათებენ დათო ევგენიძეს მართალი სიტყვისთვის, რადგან სექტის მონებში პატრიოტიზმი ნულს ქვემოთაა
არქივი