დიმიტრი ხუნდაძე: ევროპაში ნაციზმის იდეოლოგია პოლიტიკურ დანაშაულად აღიარეს, საქართველოც უნდა გათავისუფლდეს ნაცისტური იდეოლოგიისგან, როგორც პოლიტიკური დანაშაულისგან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
112 04 დეკემბერი 2023, 14:55
„მიხეილ სააკაშვილის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ადოლფ ჰიტლერის ნაციონალურ-სოციალისტური პარტიის მსგავსად, ისტორიას დარჩება, როგორც ფაშიზმი,“ -  ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ ერთერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე  წერს. როგორც ის აცხადებს, ნაციონალური მოძრაობა მარტო კი არ უნდა დაიშალოს, არამედ, საბოლოოდ უნდა დასრულდეს.

„ევროპაში ნაციზმის იდეოლოგია პოლიტიკურ დანაშაულად აღიარეს. ასევე უნდა ვაღიაროთ საქართველოშიც "ნაციონალური მოძრაობის" მტრული იდეოლოგიაც. ნაციონალური მოძრაობა მარტო კი არ უნდა დაიშალოს, არამედ, საბოლოოდ უნდა დასრულდეს. პარტიიდან კადრების გადინება და შიდა დაპირისპირება მცირეა იმასთან შედარებით, რასაც იმსახურებენ.

დროა, საქართველოს უახლესი მოვლენებიც იქნას შესწავლილი და შეფასებული. თუ წარსული სწორად არ შევაფასეთ, მომავალს ვერ შევქმნით. ევროპის მსგავსად, საქართველოც უნდა გათავისუფლდეს ნაცისტური იდეოლოგიისგან, როგორც პოლიტიკური დანაშაულისგან," -  წერს დიმიტრი ხუნდაძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ხვიჩა მაქაცარია: ვრჩები გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტის და ქვეყნის ევროპული არჩევანის ერთგული, როგორც ბიზნესმენიც და როგორც საქართველოს მოქალაქეც
ედიშერ გვენეტაძე-მერამდენედ მიმდინარეობს მიზანმიმართული პროვოკაცია საქართველოს წინააღმდეგ, რომლის ხელმძღვანელობას ამჟამად ნაცებისაგან დავალებული აქვთ პოლიციის გამოწვევა, შეტევა საკანონმდებლო ორგანოზე და მერე სისხლისღვრის გამოწვევა
გიორგი გამსახურდია „ნაცმოძრაობას“: მავნებლები ხართ, არაფერი თქვენში სახელმწიფოებრივი არ არის. ვინც თქვენ მხარს დაგიჭერთ, ლაზარეზე უარესია
გია აბაშიძე-მართებულია, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობა უნდა გადაიხედოს - წლებია საქართველოს საზოგადოება ვერ ხედავს აშშ-თან ვერც თავისუფალ ვაჭრობას, ვერც პირდაპირ ფრენებს, ვერც უვიზო მიმოსვლას. სამაგიეროდ ხდება უსამშობლო და, უწინარესად, ამერიკისთვის ფუჭი "ნაცენჯეოების" პრივილეგირება
ბიზნესმენი ნოშიკო ნამორაძე: არ შეგვიძლია უგულებელვყოთ ფარული უცხოური დაფინანსების მავნე გავლენა სასიცოცხლო მნიშვნელობის პროექტებზე, რომლების „გაუქმება ან გადადება“ ხელს უშლის ჩვენი ქვეყნის პროგრესს
არქივი