ზაალ ანჯაფარიძე გახარიაზე - ვერ ხვდება რომ მობეზრდა ხალხს იაფფასიანი პოპულიზმი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
168 04 დეკემბერი 2023, 15:23
თან ეკონომიკის ზრდას აღიარებს, თან კითხვებს დავსვამ, ვისთან მიდის კეთილდღეობაო და ა.შ. ვერ ხვდება რომ მობეზრდა ხალხს ეს იაფფასიანი პოპულიზმი.  - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში ექსპერტი, ზაალ ანჯაფარიძე პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებას, რომლის თქმითაც, "ეკონომიკა რომ იზრდება, რატომ მიდის ის 20-25 ოჯახის ჯიბეში? ყველას ყველაფერი მოეკითხება."

ანჯაფარიძის თქმით, გიორგი გახარია ნოდარ მელაძეს უნდა მიებაროს და ფეიქების გამოცხობა ისწავლოს. 

„გახარიამ და მისმა პარტიამ სულ ცოტა ხანი იხარეს Edison Research-ს ნაჩუქარი 10% რეიტინგით, ვიდრე IRI-ს გამოკითხვამ ისევ მათ კუთვნილ უჯრაში არ ჩადო 2%-თ.
მწარე აბის გადაყლაპვას დასაყოლებელი სჭირდებოდა და ეხლა გამოხტა და თავის ჭკუით "ჯიგრობს" თან, მაზაკვალურად, ვითომ რამის თავი აქვს. 
თან ეკონომიკის ზრდას აღიარებს, თან კითხვებს დავსვამ, ვისთან მიდის კეთილდღეობაო და ა.შ. ვერ ხვდება რომ მობეზრდა ხალხს ეს იაფფასიანი პოპულიზმი. ისე, ნოდარ მელაძეს მიებაროს ცოტა ხანი შეგირდად. ასწავლიდა ფეიქების გამოცხობას.  “  - წერს ზაალ ანჯაფარიძე Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი გამსახურდია „ნაცმოძრაობას“: მავნებლები ხართ, არაფერი თქვენში სახელმწიფოებრივი არ არის. ვინც თქვენ მხარს დაგიჭერთ, ლაზარეზე უარესია
გია აბაშიძე-მართებულია, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობა უნდა გადაიხედოს - წლებია საქართველოს საზოგადოება ვერ ხედავს აშშ-თან ვერც თავისუფალ ვაჭრობას, ვერც პირდაპირ ფრენებს, ვერც უვიზო მიმოსვლას. სამაგიეროდ ხდება უსამშობლო და, უწინარესად, ამერიკისთვის ფუჭი "ნაცენჯეოების" პრივილეგირება
ბიზნესმენი ნოშიკო ნამორაძე: არ შეგვიძლია უგულებელვყოთ ფარული უცხოური დაფინანსების მავნე გავლენა სასიცოცხლო მნიშვნელობის პროექტებზე, რომლების „გაუქმება ან გადადება“ ხელს უშლის ჩვენი ქვეყნის პროგრესს
ნანა კაკაბაძე - მიმდინარეობს ნიადაგის მომზადება არჩევნების წინ ისეთი სიტუაციის წარმოჩენისთვის, რომ ყველა, ვინც ხელისუფლების მომხრეა, ავტომატურად პრორუსია, ხოლო ხელისუფლების ყველა მოწინააღმედეგე - პროევროპელია
გია აბაშიძე: ნაცგობლინები ვითომ ამუნათებენ დათო ევგენიძეს მართალი სიტყვისთვის, რადგან სექტის მონებში პატრიოტიზმი ნულს ქვემოთაა
არქივი