ვატო შაქარიშვილი უკრაინელი პოლიტიკოსების განცხადებებზე - აშანტაჟებენ პატრონებს გლობალური ომის პარტიიდან, რომ თუ ბოლომდე არ უპატრონებენ, მთელ მსოფლიოს საკუთარი პირით მოუყვებიან სიმართლეს უახლესი ისტორიის უდიდეს ბლეფზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
139 04 დეკემბერი 2023, 22:10
кінець! - უდიდესი ბლეფი, სრული კატასტროფით მთავრდება! კიევის მოქმედი მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, უკრაინა ავტორიტარიზმისკენ მიდის. - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობის “საქართველო უპირველეს ყოვლისა” დამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილი, სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, უკრაინელი მაღალჩინოსნების ბოლოდროინდელი განცხადებები, გაშიფრული დამნაშავეების ქმედებებია; ასევე, ეს განცხადებები პასუხია აშშ-ისა და ევროპის ბრალდებებზე, უკრაინის ხელისუფლებაში არსებული კორუფციის შესახებ.

“кінець! - უდიდესი ბლეფი, სრული კატასტროფით მთავრდება! 

კიევის მოქმედი მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, უკრაინა ავტორიტარიზმისკენ მიდის. გენერალიტეტის და სამხედრო ხელმძღვანელობის შემდეგ, უკრაინის უმძიმეს მდგომარეობაზე ადგილობრივი პოლიტიკური კლასიც ალაპარაკდა. 
მიუხედავად იმისა, რომ ზალუჟნის ცნობილი ინტერვიუს შემდეგ, რომელშიც ის ფრონტზე არსებულ ვითარებას “ჩიხს” უწოდებდა, ზელენსკიმ გენერლის შეფასებები მკვეთრად გააკრიტიკა, დღეს უკვე თავად მოუწია უკრაინის კონტრშეტევის წარუმატებლობის აღიარება.
NATO-ს გენერალური მდივანი, მსოფლიოს აფრთხილებს, რომ უკრაინიდან “ცუდ ამბებს” უნდა ველოდოთ. 
უკრაინის გამარჯვების მითი დანგრეულია და ახლა უკვე თვალს ვადევნებთ მარცხის ერთმანეთზე გადაბრალების პროცესს. 
როდესაც ევროპასა და აშშ-ში უკრაინის დახმარების მიმართ კონსოლიდაციის ხარისხი მკვეთრად შემცირდა, გამოჩნდა არახამია და გამაფრთხილებელი მესიჯიც გაუგზავნა კოლექტიურ დასავლეთს. მან განაცხადა, რომ სტამბოლის მოლაპარაკებების შემდეგ, უკრაინისთვის სასარგებლო სამშვიდობო შეთანხმება, ბრიტანეთის იმჟამინდელმა პრემიერმა, ბორის ჯონსონმა ჩაშალა, რომელიც სასწრაფოდ ჩავიდა კიევში და უკრაინას ბრძოლის გაგრძელებისკენ მოუწოდა. ზელენსკიმ, AP-სთან ინტერვიუში უკმაყოფილება გამოთქვა, დასავლეთიდან გაგზავნილი შეიარაღების რაოდენობის გამო, მისი თქმით სწორედ იარაღის ნაკლებობამ განაპირობა კონტრშეტევის ჩავარდნა. არახამიამ თქვა, დიდ ომში დასავლეთმა ჩაგვითრიაო, ზელენსკიმ თქვა, რომ ამის შემდეგ საკმარისი რაოდენობის იარაღი არ მოგვაწოდესო. მათ, დასავლეთზე სცადეს პასუხისმგებლობის ტვირთის გადატანა, რაც სიმართლისგან შორს ნამდვილად არ არის, მაგრამ ეს სიმართლის თქმის სურვილით არ არის ნაკარნახევი, არამედ ეს არის გაშიფრული და სასოწარკვეთილი დამნაშავეების ქმედებები, რომლებსაც ფეხქვეშ მიწა ეწვით და არჩევნების ჩატარებაზეც კი უარს ამბობენ. ასევე, ეს არის ერთგვარი პასუხი, იმ საფუძვლიან ბრალდებებზე, რაც უკვე ასე ხშირად ისმის აშშ-დან და ევროპის ქვეყნებიდან, უკრაინის დღევანდელ ხელისუფლებაში გამეფებული კორუფციის შესახებ და იმ შეცდომების თაობაზე, რომლებიც ზელენსკის გუნდის მიერ იქნა დაშვებული, რამაც საბოლოო კრახი განაპირობა. ისინი აშანტაჟებენ საკუთარ პატრონებს გლობალური ომის პარტიიდან, რომ თუ ბოლომდე არ უპატრონებენ, მთელ მსოფლიოს საკუთარი პირით მოუყვებიან სიმართლეს, უახლესი ისტორიის უდიდეს ბლეფზე, რაც ბევრისთვის აქამდეც დიდი ხანია ნათელია. ამასთან დაკავშირებით დაწერა ფრანგმა პოლიტიკოსმა, პარტია "პატრიოტების" ლიდერმა, ფლორიან ფილიპმა, რომლის თქმითაც, “დიფ სთეითი” (The Deep State) იქცევა ისე, როგორც ყოველთვის იქცევა - ქმნის მარიონეტებს, შემდეგ მოისვრის და ბოლოს ანადგურებს მათ! 
ზელენსკის უახლოესი გარემოცვის ყოფილი წევრის და ერთ დროს, ქართველი ლიბერალების კერპის, არესტოვიჩის განცხადებით უკრაინა ვეღარც კი იოცნებებს ისეთი შეთანხმების გაფორმებაზე, როგორიც სტამბოლის მოლაპარაკებების მაგიდაზე იდო. 
ეს კი, იმას ნიშნავს, რომ უკრაინა მილიონამდე მსხვერპლით, ათეულობით მილიონი იძულებით გადაადგილებული ადამიანით, ამოწყვეტილი გენოფონდით, მიწასთან გასწორებული ქალაქებით, დანგრეული ინფრასტრუქტურით, ამერიკული კორპორაციების ხელში გადასული ეკონომიკით, უდიდესი ვალებით მიდის იმ წერტილში, სადაც შეეძლო ყოფილიყო აღნიშნული წარმოუდგენელი მასშტაბის ეროვნული ტრაგედიის გარეშე!!!
ამ ფონზე, ოლენა ზელენსკა აცხადებს, რომ ომის შემდეგ, ის და მისი მეუღლე დასასვენებლად წასვლას აპირებენ... როგორც ჩანს, გადაიღალა ჟურნალებისთვის პოზირებით... წარმოუდგენელია ამაზე დიდი ცინიზმი!
ქვეყანა დაანგრიეს, გრძელვადიანი კატასტროფისთვის გაწირეს და წავალთ მალდივებზე დავისვენებთო...

P.S.
ერთი-ერთში იგივე სცენარის განხორციელება სურდათ და დღემდე სურთ საქართველოში...” - წერს ვატო შაქარიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამთა მეგრელიშვილი: ის ახალგაზრდები, რომლებიც დღეს ქუჩაში გამოდიხართ, მხოლოდ პოლიტიკური სატყუარა ხართ, თქვენ სისხლზე აქვთ გათვლა ამ პოლიტიკურ სვავებს და გონს მოეგეთ, რას აპროტესტებთ ერთხელ მაინც გადაიკითხეთ!
ზურაბ ქადაგიძე: გამჭვირვალობის შესახებ კანონი მეორე მოსმენით მიღებულია - გაუმარჯოს სუვერენულ საქართველოს!
დავით ქართველიშვილი: „გლობალური ომის პარტიის“ შესაძლოა ბოლო გაფართხალების მოწმენი ვართ ერთდროულად სხვადასხვა გეოლოკაციაში განვითარებული იდენტური არეულობების სახით
არა ნაცებს! არა მწამებლებს! არა „ორი გვამის“ მომთხოვნ ადამიანებს, რომლებიც დღეს ისევ ქვეყნის არევას, ხელისუფლების დამხობას, რევანშს და სისხლის კალოების მოწყობას გეგმავენ
მიხეილ სააკაშვილი: ახლა ზუსტად ის მომენტია, რაც 2008 წლის 11 აგვისტოს დაგვიდგა, როდესაც რუსული ტანკები იდგნენ იგოეთთან, აპირებდნენ თბილისში შემოსვლასა და ქართული სახელმწიფოებრიობის გაუქმებას
არქივი