ედიშერ გვენეტაძე: უახლოეს დღეებში ბრიუსელში მიიღებენ ამერიკული "ფარას კანონის" მსგავს კანონს, რომელსაც აქ ჩვენთან უცხოელი მფარველების მეშვეობით ზურაბიშვილი, დეკანოიძეები, ხაბეიშვილები, წითლიძეები...7-8 მარტს რუსულ კანონად აცხადებდნენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
84 13 დეკემბერი 2023, 12:20
უეჭველია ევროპა და ევროპული დემოკრატია ნამეტნევად შეაწუხა მათი "დემოკრატიულობის" სრულყოფის მიზნით გაწეულმა "ძმურმა", ძირგამომთხრელმა და სუვერენიტეტის შეზღუდვაზე გათვლილმა სხვადასხვა სახის "უანგარო" დახმარებებმა! ამიტომაც ევროპელი პოლიტიკის მამები თანდათან მოდიან თავიანთი ქვეყნების სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაცვის ჭკუაზე და ჰოი საოცრებავ ჩვენებური "დემოკრატებისაგან" განსხვავებით! - ასე ეხმიანება ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ევროპელების 81 პროცენტის აზრით, უცხოური ჩარევა სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს და ფარული უცხოური გავლენის გამოაშკარავების დრო დადგა.

მისი თქმით, ბრიუსელში დაგეგმილია ამერიკაში მოქმედი "ფარას კანონის" მსგავსი კანონის მიღება, რომელსაც საქართველოში, რადიკალური ოპოზიცია, მარტის აქციების დროს "რუსულ კანონად" მოიხსენიებდა. "უეჭველია ევროპა და ევროპული დემოკრატია ნამეტნევად შეაწუხა მათი "დემოკრატიულობის" სრულყოფის მიზნით გაწეულმა "ძმურმა", ძირგამომთხრელმა და სუვერენიტეტის შეზღუდვაზე გათვლილმა სხვადასხვა სახის "უანგარო" დახმარებებმა! ამიტომაც ევროპელი პოლიტიკის მამები თანდათან მოდიან თავიანთი ქვეყნების სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაცვის ჭკუაზე და ჰოი საოცრებავ ჩვენებური "დემოკრატებისაგან" განსხვავებით! იღებენ ისეთ კანონს, რომლითაც უნდა გამომჟღავნდეს და აღიკვეთოს ევროკავშირში არსებული ფარული უცხოური გავლენები! ანუ ჩვენს ენაზე, რომ განვმარტოთ: უახლოეს დღეებში ბრიუსელში მიიღებენ ამერიკული "ფარას კანონის" მსგავს კანონს, რომელსაც აქ ჩვენთან უცხოელი მფარველების მეშვეობით ზურაბიშვილი, დეკანოიძეები, ხაბეიშვილები, წითლიძეები...7-8 მარტს რუსულ კანონად აცხადებდნენ და მარტის აბზუნებული(ატეხილი) კატების მსგავსად, მოლოტოვის კოქტეილებით ხელში ახტუნებდნენ ლაზარე გრიგორიადისის მაგვარ და მსგავს ქაშვეთის და რუსთაველის შეურაცხმყოფელ უსამშობლო ორფეხებს! და დასალიერში მდგარი ე.წ. პრეზიდენტის მოწოდებების ფონზე, ცოცხლად აწვევინებდნენ საქართველოს დამცველ ვაჟკაც სამართალდამცავებს! საბოლოოდ ირკვევა, რომ "შინ ევროპა" კი არა, შინ საქართველო ყოფილა უმთავრესი! ვინაიდან რასაც სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ქართველი პოლიტიკოსები(პრემიერი, მმართველი პარტიის თავმჯდომარე, პარლამენტის სპიკერი...) ამბობდნენ წინმსწრებად! ამას უკან მიდევნებული ლამპარივით მოგვიანებით იძახდნენ და იძახიან ევროატლანტიკოსი ამჟამინდელი მამები(მაგ. ომი უკრაინაში ნატოში კიევის სწრაფვამ გამოიწვია, სანქციები შედეგს ვერ მოიტანს, უკრაინა წალეკა კორუფციამ, საქართველოდან არ გადის არანაირი შავი ხვრელები, , საქართველო ვერ და არ ჩაერთვება მიმდინარე ომში...)! ამდენად კიდევ ერთხელ მართლდება ცნობილი გამონათქვამი: "შინაურ მღვდელს შენდობა არ აქვსო"! მაგრამ როგორც ირკვევა ჰქონია ვინაიდან კიდევ ერთი სიბრძნით: "კოჭლი ცხვარი ფარას სათავეში მოექცაო"! გამართლდა! საუკუნეთა მანძილზე მიმდინარე საშინელებებით დაკოჭლებული, მაგრამ ფეხზე მდგარი საქართველო წინ დგას და სხვებს აჩვენებს თუ როგორ უნდა სამშობლოს ეროვნული ინტერესების დაცვა და ქვეყნიერებაზე მშვიდობა!" - წერს გვენეტაძე Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამთა მეგრელიშვილი: ის ახალგაზრდები, რომლებიც დღეს ქუჩაში გამოდიხართ, მხოლოდ პოლიტიკური სატყუარა ხართ, თქვენ სისხლზე აქვთ გათვლა ამ პოლიტიკურ სვავებს და გონს მოეგეთ, რას აპროტესტებთ ერთხელ მაინც გადაიკითხეთ!
ზურაბ ქადაგიძე: გამჭვირვალობის შესახებ კანონი მეორე მოსმენით მიღებულია - გაუმარჯოს სუვერენულ საქართველოს!
დავით ქართველიშვილი: „გლობალური ომის პარტიის“ შესაძლოა ბოლო გაფართხალების მოწმენი ვართ ერთდროულად სხვადასხვა გეოლოკაციაში განვითარებული იდენტური არეულობების სახით
არა ნაცებს! არა მწამებლებს! არა „ორი გვამის“ მომთხოვნ ადამიანებს, რომლებიც დღეს ისევ ქვეყნის არევას, ხელისუფლების დამხობას, რევანშს და სისხლის კალოების მოწყობას გეგმავენ
მიხეილ სააკაშვილი: ახლა ზუსტად ის მომენტია, რაც 2008 წლის 11 აგვისტოს დაგვიდგა, როდესაც რუსული ტანკები იდგნენ იგოეთთან, აპირებდნენ თბილისში შემოსვლასა და ქართული სახელმწიფოებრიობის გაუქმებას
არქივი