დავით ქართველიშვილი გიორგი ვაშაძის განცხადებაზე: მათ „დასახვრეტ სიებში" ისედაც შეტანილები ვართ, უბრალოდ, როგორც ჩანს - ჩვენი ნაწილ-ნაწილ დანაწევრება მათ სხვა, „ფროიდისეულ" სიამოვნებას ანიჭებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
97 13 დეკემბერი 2023, 15:19
„ნაც-ყასბებისა და ჯალათების ბინძური ბაგეებიდან ჩვენი პირებიდან ენის ამოჭრის მუქარას რომ ვისმენ, ამ პოლიტიკური სასაკლაოს მესვეურების მხრიდან რატომღაც საერთოდ აღარაფერი მიკვირს. მათ „დასახვრეტ სიებში" ისედაც შეტანილები ვართ, უბრალოდ, როგორც ჩანს - ჩვენი ნაწილ-ნაწილ დანაწევრება მათ სხვა, „ფროიდისეულ" სიამოვნებას ანიჭებს, - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის" წევრი დავით ქართველიშვილი, "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის განცხადებას, სადაც ამბობს, რომ ენა უნდა ამოაჭრა „ქართული ოცნების“ ლიდერებს.

ქართველიშვილი ციხის დოკუმენტურ მასალებს იხსენებს და ამას ნაცების „პოლიტიკურ პათოლოგიურ ანატომიას" უწოდებს. „პოლიტიკური ტრანსპლანტოლოგია. ამ "საინტერესო" დარგში თამამი ექსპერიმენტები ყველას გვახსოვს. ნეო-ალქიმიკოსების დონეზე ჩატარებული ცდებიც. ყველაფერი ეს და უფრო მეტიც ახასიათებდა და ახასიათებს ქართველ ლიბერალ-ფაშისტებს - ნაცებს. როდესაც ქალაქში დადიოდა ხმები, რომ ნაცების ერთ-ერთ სარფიან ბიზნესად - ადამიანური ორგანოებით ვაჭრობა იყო, პირადად მე არა მჯეროდა, რადგანაც სხეულების ქირურგიული კვეთის დროს ხელში „სანთელი არ მეკავა". ამიტომაც ამ თემას არასდროს ვეხებოდი. სამაგიეროდ კარგად მახსოვს დღევანდელი „ნაც-ყასაბის", დუმბაძის მანიაკალური დანაპირები - კიდურების ამპუტაციის თაობაზე. მართალია - ეს მის დღევანდელ თანაპარტიელებს ეხებოდა, მაგრამ რა მნიშვნელობაა. ფულისგან განსხვავებით - ყველა სისხლს ერთი და იგივე სუნი აქვს. შემდეგ გავეცანი დოკუმენტურ მასალებს, ციხის პროზექტურაში გარდაცვლილებზე „სკოჩით" დაბმული ცოცხალი პატიმრების წამებაზე - ასე გაიხსნა ჩემთვის ნაცების „პოლიტიკური პათოლოგიური ანატომიის" არსი. შემდეგ საკუთარი თვალით ვნახე უდანაშაულო მამაკაცების „გაქათმების" პროცესის ამსახველი ვიდეკადრები, ალბათ ასევე, „პოლიტიკური მედიცინის" ფარგლებში ჩატარებული. ამიტომ, ნაც-ყასბებისა და ჯალათების ბინძური ბაგეებიდან ჩვენი პირებიდან ენის ამოჭრის მუქარას რომ ვისმენ, ამ პოლიტიკური სასაკლაოს მესვეურების მხრიდან რატომღაც საერთოდ აღარაფერი მიკვირს. მათ „დასახვრეტ სიებში" ისედაც შეტანილები ვართ, უბრალოდ, როგორც ჩანს - ჩვენი ნაწილ-ნაწილ დანაწევრება მათ სხვა, „ფროიდისეულ" სიამოვნებას ანიჭებს.“ - წერს დავით ქართველიშვილი Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზურაბ ქადაგიძე “ნაციონალური მოძრაობის” დაანონსებულ აქციაზე-ჩაგანაცვლათ კოლექტიურმა ნაც-მოძრაობამ თუ ვერა?! დღეს, “საქართველოს” ძახილის მერე, “თავისუფლება მიშას” ძახილი მოგიწევთ, რომ იცოდეთ
იოანე შაიშმელაშვილი: ომის მშვიდობად წარმოჩენა, მონობის თავისუფლებად წარმოჩენა და უმეცრების სიძლიერედ წარმოჩენა პოლიტიკური და მედია ტექნოლოგიებით შესაძლებელია ანუ ორაზრის პრინციპით მასის მართვა შესაძლებელია
ლევან ნიკოლეიშვილი სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე-არა მგონია, ამ ქალბატონმა იცოდეს ვნების კვირა რას ნიშნავს, რასაც ვერ ვიტყვი ეშმაკზე, რომელსაც სავარაუდოდ პირადად იცნობს და მასთან წილნაყარია, სხვანაირად რას მივაწეროთ მის ქცევები?!
გია აბაშიძე აქციის მონაწილეებისთვის სალომე ზურაბიშვილის მოწოდებაზე-ერთდროულად ვერ გამოვა ეკლესიურობა და ნაცსექტის მსახურება, ფარისევლობა-თვალთმაქცობის დემონსტრტირებაა თქვენი განცხადება და მეტი არაფერი
დავით ქართველიშვილი: ნიუ-იორკის მერი აცხადებს, რომ ქალაქი უნდა დაიცვას მათგან, ვინც ახალგაზრდების რადიკალიზაციას ახდენს
არქივი