დავით ქართველიშვილი თინა ხიდაშელზე: ასეთი „აზროვნების“ მატარებელს რომ ჩავაბარეთ თავის დროზე თავდაცვის (!) სამინისტრო, კიდევ კარგად ვართ გადარჩენილები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
88 14 დეკემბერი 2023, 11:12
ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი თინა ხიდაშელის იმ განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც კანდიდატის სტატუსზე „ქართულმა ოცნებამ“ უარი მიიღო, მაგრამ ქართველმა ხალხმა - დადებითი პასუხი. 

როგორც დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს, თავდაცვის ყოფილი მინისტრი მიზანმიმართულად მავნებლურ პოლიტიკას ეწევა. 

„ანუ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, რომელთანაც ევროკავშირმა:

 ასოცირების შესახებ შეთანხმება გააფორმა;
 თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი;
 ვიზალიბერალიზაციას გაუღო კარი;
 რომელმაც ევროინტეგრაციის პრიორიტეტი საკონსტიტუციო ჩანაწერში გააფორმა;
 რომლის ევროპული პერსპექტივა აღიარეს;
 რომელსაც ხვალ EU წევრობის კანდიდატის სტატუსს მიანიჭებენ...

...აი, ამ ხელისუფლებას ეუბნებიან „უარს“, ხოლო სალომეს მიერ შეკერილი დროშის ქვეშ დათვალეს თუ არა 467 „შინევროპელი“ - აი, იმ „ქართველი ხალხის“ გამო დაგვაფასეს თურმე. 

აი, ასეთი „აზროვნების“ მატარებელს რომ ჩავაბარეთ თავის დროზე თავდაცვის (!) სამინისტრო, კიდევ კარგად ვართ გადარჩენილები. ჩინურ თემას მიაწექ, თინაა, ეგ უფრო „კარგად“ გამოგდის“, - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამთა მეგრელიშვილი: ის ახალგაზრდები, რომლებიც დღეს ქუჩაში გამოდიხართ, მხოლოდ პოლიტიკური სატყუარა ხართ, თქვენ სისხლზე აქვთ გათვლა ამ პოლიტიკურ სვავებს და გონს მოეგეთ, რას აპროტესტებთ ერთხელ მაინც გადაიკითხეთ!
ზურაბ ქადაგიძე: გამჭვირვალობის შესახებ კანონი მეორე მოსმენით მიღებულია - გაუმარჯოს სუვერენულ საქართველოს!
დავით ქართველიშვილი: „გლობალური ომის პარტიის“ შესაძლოა ბოლო გაფართხალების მოწმენი ვართ ერთდროულად სხვადასხვა გეოლოკაციაში განვითარებული იდენტური არეულობების სახით
არა ნაცებს! არა მწამებლებს! არა „ორი გვამის“ მომთხოვნ ადამიანებს, რომლებიც დღეს ისევ ქვეყნის არევას, ხელისუფლების დამხობას, რევანშს და სისხლის კალოების მოწყობას გეგმავენ
მიხეილ სააკაშვილი: ახლა ზუსტად ის მომენტია, რაც 2008 წლის 11 აგვისტოს დაგვიდგა, როდესაც რუსული ტანკები იდგნენ იგოეთთან, აპირებდნენ თბილისში შემოსვლასა და ქართული სახელმწიფოებრიობის გაუქმებას
არქივი