დავით ქართველიშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე: მადამ პღეზიდანთან გუშინდელი შაბაშის დროს წარმოიდგინეთ ესენი და თვალწინ დაგიდგებათ ბულგაკოვის ცნობილი სცენა „ლუციფერის მეჯლისიდან“
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
79 14 დეკემბერი 2023, 13:47
ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი რადიკალური ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერების შესახებ სოციალურ ქსელში წერს. 

როგორც დავით ქართველიშვილი აღნიშნავს, რადიკალური ოპოზიციისთვის დამახასიათებელია სწორი ღირებულებებისა და პრინციპების უარყოფა.

„ნაცსექტანტებს“, ყოველ შემთხვევაში მათ ლიდერებს - სინდის  - ნამუსის რთული „ქსოვილის“ ყველა ძაფი რომ გაწყვეტილი აქვთ, ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია ერთმანეთში ცოლებს რომ ცვლიდნენ და ერთმანეთს შვილებს რომ უკეთებდნენ. 

ასევე, თვალსაჩინო სურათი იყო სალომე ზურაბიშვილის ყველაზე ბინძური მაგინებლების, მასთან ამბორზე მისულ სექტანტებზე გადაღებული ვიდეოკლიპი. ხანდახან, რაღაც უწყინარ უხერხულობაზე ნამუსი რომ გაწუხებს, ამათ შემხედვარე, გინდა თუ არ გინდა, „ანგელოზად“ რომ მოგეჩვენება თავი.

მათი თითოეული სიტყვა, საქმე, ჟესტი აბსოლუტურად მოკლებულია იმ ღვთაებრივი მექანიზმის მოქმედებას შენს სხეულში, რასაც სინდისი ჰქვია. მათთან ერთ ქვეყანაში იძულებითი ცხოვრება-არსებობის პირობებში ყველა ნორმალურ ადამიანს შემაკავებელი ორდერი უნდა დაურიგონ, რათა უნებლიედ მათ სიახლოვეს მოხვედრილების უვნებელ მანძილზე ძალით გადაყვანა პოლიციას მაინც შეეძლოს - უნამუსობით დაინფიცირების თავიდან აცილების მიზნით.

მიკვირს, რისთვის სჭირდებათ, მაგალითად, ტანისამოსის გამოყენება საზოგადოებრივ ადგილებში, როგორც პირადი, სქესობრივი „სირცხვილის“ შესაფუთი საშუალება. რა აქვთ დასამალი, ვისი ან რის უნდა რცხვენოდეთ? პრინციპში, ერთადერთი სფერო, რომელიც დასაგემოვნებელი დარჩათ - პოლიტიკურიდან, ფიზიოლოგიურ ნუდიზმში გადასვლაა, მაგრამ ღმერთმა დაგვიფაროს, მათი ბუნებრივი სიშიშვლის აღმოჩენისგან. ამიტომ, ნუდიზმის შესახებ ჩემს მოსაზრებას კრეატიულ ინოვაციად ნუ მიიღებენ!

უბრალოდ წარმოვიდგინე, „შემოსილები“ რა საზიზღარ შთაბეჭდილებას ტოვებენ შენზე და „განმოსილები“ რა საშინელებათა სურათს შეგვიქმნიან დამატებით. მაგალითად, მადამ პღეზიდანთან გუშინდელი შაბაშის დროს წარმოიდგინეთ ესენი და თვალწინ დაგიდგებათ ბულგაკოვის ცნობილი სცენა „ლუციფერის მეჯლისიდან“. თუმცა, რად უნდა ამას დამატებითი წარმოსახვა - ეს მეჯლისი ისედაც მიმდინარეობს ჩვენს თვალწინ და დასრულების ფინალური აკორდები ჯერ არ ისმის...“ - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: ნიუ-იორკის მერი აცხადებს, რომ ქალაქი უნდა დაიცვას მათგან, ვინც ახალგაზრდების რადიკალიზაციას ახდენს
თამთა მეგრელიშვილი: ის ახალგაზრდები, რომლებიც დღეს ქუჩაში გამოდიხართ, მხოლოდ პოლიტიკური სატყუარა ხართ, თქვენ სისხლზე აქვთ გათვლა ამ პოლიტიკურ სვავებს და გონს მოეგეთ, რას აპროტესტებთ ერთხელ მაინც გადაიკითხეთ!
ზურაბ ქადაგიძე: გამჭვირვალობის შესახებ კანონი მეორე მოსმენით მიღებულია - გაუმარჯოს სუვერენულ საქართველოს!
დავით ქართველიშვილი: „გლობალური ომის პარტიის“ შესაძლოა ბოლო გაფართხალების მოწმენი ვართ ერთდროულად სხვადასხვა გეოლოკაციაში განვითარებული იდენტური არეულობების სახით
არა ნაცებს! არა მწამებლებს! არა „ორი გვამის“ მომთხოვნ ადამიანებს, რომლებიც დღეს ისევ ქვეყნის არევას, ხელისუფლების დამხობას, რევანშს და სისხლის კალოების მოწყობას გეგმავენ
არქივი