ლევან ნიკოლეიშვილი სალომე ზურაბიშვილზე - ეს ხომ ამორალურია, ეს ხომ იმას ეწინააღმდეგება რასაც ადრე იძახდა, ამით ხომ მოსახლეობის დიდ რაოდენობას გულს ატკენს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
77 14 დეკემბერი 2023, 13:54
სალომე ზურაბიშვილის თუ მოუსმენთ, შეიძლება ვერაფერი ვერ გაიგოთ, მითუმეტეს მისთვის არა მშობლიურ ენაზე, ქართულად თუ ცდილობს აზრის გამოთქმას. თუმცა რამდენიმეჯერ გადახვევისა თუ დაკვირვების შემდეგ უკვე გეძლევათ შესაძლებლობა, რომ მიხვდეთ თუ რა უნდა. უფრო რთულია თუ იმაზე ფიქრს დაიწყებთ რატომ უნდა: ეს ხომ ამორალურია, ეს ხომ იმას ეწინააღმდეგება რასაც ადრე იძახდა, ამით ხომ მოსახლეობის დიდ რაოდენობას გულს ატკენს და ასე შემდეგ. - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში სალომე ზურაბიშვილის თაობაზე, რომელმაც 2021 წლის 1 ოქტომბერს სააკაშვილის შეწყალებაზე უპასუხა „არა და არასოდეს“, ხოლო 2023 წლის 14 დეკემბერს თქვა, რომ უარი არ განუცხადებია. 

ექსპერტის თქმით, სალომე ზურაბიშვილისათვის სამშობლო, ხალხი თუ საზოგადოება, არაფერს არ წარმოადგენს. 


„სალომე ზურაბიშვილის თუ მოუსმენთ, შეიძლება ვერაფერი ვერ გაიგოთ, მითუმეტეს მისთვის არა მშობლიურ ენაზე, ქართულად თუ ცდილობს აზრის გამოთქმას. თუმცა რამდენიმეჯერ გადახვევისა თუ დაკვირვების შემდეგ უკვე გეძლევათ შესაძლებლობა, რომ მიხვდეთ თუ რა უნდა. უფრო რთულია თუ იმაზე ფიქრს დაიწყებთ რატომ უნდა: ეს ხომ ამორალურია, ეს ხომ იმას ეწინააღმდეგება რასაც ადრე იძახდა, ამით ხომ მოსახლეობის დიდ რაოდენობას გულს ატკენს და ასე შემდეგ. 
გაცილებით მარტივია გავიაზროთ რომ მისთვის, სულერთია ვინ რას და რატომ იფიქრებს, ზურაბიშვილისთვის მნიშვნელოვანია მას, პირადად რა გამორჩენა და სარგებელი ექნება. სალომე ზურაბიშვილისათვის სამშობლო, ხალხი თუ საზოგადოება, არაფერს არ წარმოადგენს, არც არაფერში ენაღვლება-მითუმეტეს თუ ფიქრობს, რომ საქართველო მის არც სამშობლოა, ქართველი ხალხი და საზოგადოება არც მისი ხალხი და საზოგადოება. ენას კი რაც შეეხება ქართულ ენას, არ არის ის მშობლიური მისთვის, თორემ გამართულადაც ისაუბრებდა და შეიძლება ქართულადაც ეაზროვნა. ბოლოს და ბოლოს ამდენ მავნებლობას არც ჩაიდენდა და არც მომავალში იფიქრებდა,“   - წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
იოანე შაიშმელაშვილი: ომის მშვიდობად წარმოჩენა, მონობის თავისუფლებად წარმოჩენა და უმეცრების სიძლიერედ წარმოჩენა პოლიტიკური და მედია ტექნოლოგიებით შესაძლებელია ანუ ორაზრის პრინციპით მასის მართვა შესაძლებელია
ლევან ნიკოლეიშვილი სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე-არა მგონია, ამ ქალბატონმა იცოდეს ვნების კვირა რას ნიშნავს, რასაც ვერ ვიტყვი ეშმაკზე, რომელსაც სავარაუდოდ პირადად იცნობს და მასთან წილნაყარია, სხვანაირად რას მივაწეროთ მის ქცევები?!
გია აბაშიძე აქციის მონაწილეებისთვის სალომე ზურაბიშვილის მოწოდებაზე-ერთდროულად ვერ გამოვა ეკლესიურობა და ნაცსექტის მსახურება, ფარისევლობა-თვალთმაქცობის დემონსტრტირებაა თქვენი განცხადება და მეტი არაფერი
დავით ქართველიშვილი: ნიუ-იორკის მერი აცხადებს, რომ ქალაქი უნდა დაიცვას მათგან, ვინც ახალგაზრდების რადიკალიზაციას ახდენს
თამთა მეგრელიშვილი: ის ახალგაზრდები, რომლებიც დღეს ქუჩაში გამოდიხართ, მხოლოდ პოლიტიკური სატყუარა ხართ, თქვენ სისხლზე აქვთ გათვლა ამ პოლიტიკურ სვავებს და გონს მოეგეთ, რას აპროტესტებთ ერთხელ მაინც გადაიკითხეთ!
არქივი