ლევან ნიკოლეიშვილი-როგორც წესი ხელმოცარული თავის უიღბლობას ყველას და ყველაფერს აბრალებს, სწორედ ამ სენით არიან შეპყრობილები მავნებლები და მათი რუპორ ტელევიზიები, რომლებსაც რასაც ფონდი „ქართუ” აკეთებს, იმის 1% გაკეთებაც არ შეუძლიათ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
87 22 იანვარი 2024, 12:04
ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ფონდი „ქართუს“ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება, სადაც აღნიშნულია, რომ „ბოლო დღეებში რამდენიმე ტელეკომპანიამ, რომელთა ზურგს უკან მარტივად ამოიცნობა კონკრეტული პოლიტიკური ძალები, გაშალეს შავი პიარის ერთიანი ფრონტი ბიძინა ივანიშვილისა და ფონდი „ქართუს“ წინააღმდეგ”.


ექსპერტის თქმით, პოლიტიკური ქულების ჩაწერა უნდათ, საბოლოოდ შურით სკდებიან და ათასი ტყუილით გავსებულები უფრო უარეს სისულელეში იხლართებიან.


„როგორც წესი ხელმოცარული, თავის უიღბლობას ყველას და ყველაფერს აბრალებს, მერე იბოღმებოდა, მერე კი სანამ შურით გასკდება ნელ-ნელა გადადის აბსურდების, სიცრუის და დეზინფორმაციის გავრცელებაზე. ამ ყველაფერს თუ ისიც აძლიერებს, რომ როცა არაფერი გაუკეთებიათ არც თავის ქვეყნისთვის და არც ხალხისთვის ავადმყოფურად ამოიღებენ მას ვინც პირიქით მეცენატობით და ქველმოქმედობით არის დაკავებული. სწორედ ამ სენით არიან შეპყრობილები მავნებლები და მათი რუპორ ტელევიზიები, რომლებსაც რასაც ფონდი „ქართუ“, ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი აკეთებს იმის 1% გაკეთებაც არ შეუძლიათ. თან პოლიტიკური ქულების ჩაწერა უნდათ, სინამდვილეში კი საზიზღრად დაბოღმილები კი იბერებიან, საბოლოოდ შურით სკდებიან და ათასი ტყუილით გავსებულები უფრო უარეს სისულელეში იხლართებიან.“-წერს ლევან ნიკოლეიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: აქტივისტები ვნებიანად, აჟიტირებულად ებრძვიან ე.წ. „რუსულ კანონს“ და ვითომ „რუსულ რეჟიმს“, თუმცა საკუთარი თავის დასაცავად და პირად გამოწვევებთან გამკლავებაში ხშირად მორცხვი, დათრგუნული ჯუჯები არიან
ნანა კაკაბაძე - ფარისევლობაა აშშ-ს ხელისუფლების, ევროპარლამენტის დეპუტატების თუ ევროპული სახელმწიფოს ლიდერების მხრიდან მოთქმა-გოდება და ცრემლების ღვრა საქართველოს „მშვიდობიანი მოქალაქეების“ მიმართ ხელისუფლების მხრიდან განხორციელებულ, მათივე გამოგონილ „სასტიკ ანგარიშსწორებაზე და რეპრესიებზე“
გია აბაშიძე აშშ-ის ელჩის განცხადებაზე: ირაკლი კობახიძე ვაშინგტონში მიწვეული იყო დათქმით, პარლამენტს დროებით უნდა შეეჩერებინა კანონპროექტის განხილვა - დათქმებითა და ულტიმატუმებით სუვერენული სახელმწიფოს მეთაურის ვიზიტის ორგანიზება მიუღებელია
ირაკლი ლატარია აქციის მონაწილეებზე: ყველაფერზე მიდიან, იმ დონეზე აქვთ პარალიზებული ქალაქი, რომ სასწრაფოც ვერ მოძრაობს, ადამიანის სიკვდილიც კი არ ადარდებთ
ივანიშვილის უძლეველობის მითი დანგრეულია, მისი სამყარო, სადაც ყველაფრის ყიდვა შესაძლებელია, ინგრევა. 26 ოქტომბერს მას ამ დამარცხებას დავანახებთ!
არქივი