ედიშერ გვენეტაძე - ხანდაზმული თაღლითი ხაზარაძე ეუბნება ნაცვლიშვილებს, მიდით ტელევიზიებში და თქვით, რომ ქველმოქმედება, რასაც „ქართუ“ ეწევა ბანდიტობაა, ხოლო მე და ჯაფარიძეს ერთი ქილა საღებავი რომ არ გვიყიდია არცერთი დაწესებულებისათვის - ეს სიქველე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
134 22 იანვარი 2024, 14:27
ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე ფონდი „ქართუს“ განცხადებას ეხმიანება, სადაც აღნიშნულია, -„ჩვენს წინააღმდეგ მართული მედიაკამპანიის მიზანს არ წარმოადგენს სიმართლის დადგენა. ყველა სიუჟეტი იფუთება მაქსიმალურად გაუგებარი ფრაზებით, რომლებსაც როგორც წესი, ისვრიან საეჭვო წარმომავლობის „ექსპერტები“


„ცნობილი თაღლითური თეზაა: "იმისათვის, რომ "ნათელი" იყოს ილაპარაკეთ, იბღავლეთ, იხავლეთ, იბუტბუტეთ" გაუგებრად,  დამაბნეველად და იმოქმედედ დამანგრეველად!
მოკლედ  აი ისე არქიფო მამა-მარჩენალი ანუ ხანდაზმული თაღლითი ხაზარაძე, რომ ეუბნება ნაცვლიშვილებს, დეკანოიძეებს, ბუაძეებს ხიდაშელი, გეგელიებს...
მიდით ჩემს, ჭუტას, კეზერას, მიჰას! ტელევიზიებში და იქ ილაპარაკეთ ფონდ "ქართუსა" და ივანიშვილის შესახებ, ოღონდაც  ყველაფერი უკუღმა, უკუღმა!
თქვით, რომ ქველმოქმედება რასაც ეს ორგანიზაცია და მისი დამფუძნებელი წლებია ეწევა ბანდიტობაა!
ჩემი ბანკის მიერ ჩვილბავშვიანი ოჯახების ქუჩაში გამოყრა სიკეთე!
ფონდ "ქართუ"-ს მიერ ასობით განახლებულ-დამშვენებული სკოლა-ბაღები საშინელეებაა!
ხოლო მე და ჯაფარიძეს ერთი ქილა საღებავი, რომ არ გვიყიდია არცერთი სასკოლო და სკოლამდელი დაწესებულებისათვის - ეს სიქველე!
თქვით, რომ აფრიკიდან ჩამოტანილი ხეებით გაანადგურა "ქართუმ "შავი კონტინენტი"!
აი ჩემი ბანკიდან გაცემული პროცენტიანი ფულებით საქართველოში მოჭრილი ხეები- კი ჩვენი ბუნების დაცვა!
ჩვენ, რომ საქართველოს ომში ჩართვა გვინდოდა დ ამისათვის უამრავი რეისი შევასრულეთ კიევში ეს სინამდვილეში შვილებისათვის გადადგმული ნაბიჯები იყო!
ხოლო ივანიშვილს და ხელისუფლებას ომში რომ არ უნდოდა და არ უნდა ჩართვა ომი ეს ომისაკენ გადადგმული ნაბიჯებია...
რაიო რაფრა ვთქვათ და მოვიმოთქმოთო? ჰკითხეს ასინეთებმა - თვალხატულა ხატიამ და თვალებმოწკურულმა ანუკამ!
რავა ვერ გაიგეთ ძღავებო(გოგონებო)-ასე უთხარით ბადრიას უთქვია გუბაზასათვის, გუბაზას კიდევ პატიკოსათვის და იმას ჭიჭკოს ბიჭ ვაშაძისათვის აი ოპოტელევიზიებს აბნეულად მიუტანეთ ეგ ამბავიო!
რაიო?
რაიო და იქ რომ მიფრატუნდებით უკუღმა, უკუღმა იბურტყუნეთო!
ჰოდა დარბიან წაღმა-უკუღმა ეს ხაზარას ფულზე დაგეშილები და რას ბჟოტიალებენ თავადაც ვერ ხვდებიან!“-წერს ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: აქტივისტები ვნებიანად, აჟიტირებულად ებრძვიან ე.წ. „რუსულ კანონს“ და ვითომ „რუსულ რეჟიმს“, თუმცა საკუთარი თავის დასაცავად და პირად გამოწვევებთან გამკლავებაში ხშირად მორცხვი, დათრგუნული ჯუჯები არიან
ნანა კაკაბაძე - ფარისევლობაა აშშ-ს ხელისუფლების, ევროპარლამენტის დეპუტატების თუ ევროპული სახელმწიფოს ლიდერების მხრიდან მოთქმა-გოდება და ცრემლების ღვრა საქართველოს „მშვიდობიანი მოქალაქეების“ მიმართ ხელისუფლების მხრიდან განხორციელებულ, მათივე გამოგონილ „სასტიკ ანგარიშსწორებაზე და რეპრესიებზე“
გია აბაშიძე აშშ-ის ელჩის განცხადებაზე: ირაკლი კობახიძე ვაშინგტონში მიწვეული იყო დათქმით, პარლამენტს დროებით უნდა შეეჩერებინა კანონპროექტის განხილვა - დათქმებითა და ულტიმატუმებით სუვერენული სახელმწიფოს მეთაურის ვიზიტის ორგანიზება მიუღებელია
ირაკლი ლატარია აქციის მონაწილეებზე: ყველაფერზე მიდიან, იმ დონეზე აქვთ პარალიზებული ქალაქი, რომ სასწრაფოც ვერ მოძრაობს, ადამიანის სიკვდილიც კი არ ადარდებთ
ივანიშვილის უძლეველობის მითი დანგრეულია, მისი სამყარო, სადაც ყველაფრის ყიდვა შესაძლებელია, ინგრევა. 26 ოქტომბერს მას ამ დამარცხებას დავანახებთ!
არქივი