ლევან ნიკოლეიშვილი სალომე ზურაბიშვილზე: რა უნდა ეთქვა ნიკოლ ფაშინიანისთვის, ნამდვილად არ ვიცი, რაღაც მავნებლობას დააბრეხვებდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
80 27 იანვარი 2024, 14:49

შეშფოთებულ-აღშფოთებულ-ნაწყენია ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, „სამწუხაროა, რომ პრეზიდენტს არ ეძლევა შესაძლებლობა შეხვდეს და სათანადოდ უმასპინძლოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებსო“. ფოტოს ან თუნდაც სელფის გადაღება თუ უნდოდა სხვა ქვეყნის ლიდერთან კიდევ გასაგებია, დანარჩენი რა უნდა ეთქვა ბატონი ფაშინიანისთვის ნამდვილად არ ვიცი. თუმცა, უკაცრავად როგორ არ ვიცი, რაღაც მავნებლობას დააბრეხვებდა, ჰოდა ამიტომაც არ ახვედრებენ, - ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ნიკოლეიშვილი სალომე ზურაბიშვილს ერთ-ერთ ყველაზე არაპოპულარულ და გაურკვეველი პოლიტიკური ორიენტაციის მქონე ადამიანს უწოდებს და აღნიშნავს, რომ არც ფაშინიანი და არც სხვები იკლავენ თავს, სალომე ზურაბიშვილს რატომ არ მახვედრებთო.

„შეშფოთებულ-აღშფოთებულ-ნაწყენია ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, „სამწუხაროა, რომ პრეზიდენტს არ ეძლევა შესაძლებლობა შეხვდეს და სათანადოდ უმასპინძლოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებს-ო“. ახლა ფოტო სურათის ან თუნდაც სელფის გადაღება თუ უნდოდა სხვა ქვეყნის ლიდერთან კიდევ გასაგებია, დანარჩენი რა უნდა ეთქვა ბატონი ფაშინიანისთვის ნამდვილად არ ვიცი. თუმცა, უკაცრავად როგორ არ ვიცი, რაღაც მავნებლობას დააბრეხვებდა, ჰოდა ამიტომაც არ ახვედრებენ. ისე, არც ფაშინიანი და არც სხვები იკლავენ თავს, არიქა სალომე ზურაბიშვილს რატომ არ მახვედრებთო. ეს ხალხი აქ საქმეზე ჩამოდის, ყველაფერი დროში აქვთ გაწერილი და უნდათ ახლა საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე არაპოპულარულ და გაურკვეველი პოლიტიკური ორიენტაციის მქონე, თუნდაც პრეზიდენტად წოდებულთან რევერანსები?! ასე, რომ ქალბატონო სალომე, დაელოდეთ ვადის ამოწურვას, მერე დატოვეთ თქვენთვის შეუფერებელი თანამდებობა, მერე შეგიძლიათ რომელიმე რადიკალურ ჯგუფს შეუერთდეთ, მერე როგორც დამარცხებულმა და ხელმოცარულმა დატოვეთ თქვენთვის უცხო ქვეყანა და ხალხი, ოღონდ უცხოეთში მაინცდამაინც საქართველოს ავიახაზებით ნუ შეეცდებით წასვლას, ხომ იცით, რომ მათ ხომალდის ბორტზე თქვენი დაშვება - შეშვება აკრძალული აქვთ!“ - წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზურაბ ქადაგიძე: გუშინ რომ იარაღი მიეცათ მომიტინგეებისთვის, როგორ გგონიათ არ გამოიყენებდნენ? ეს ყველაფერი კეთდება „შავი ფულით“
დავით ქართველიშვილი: ჩვენი შვილების ნაწილს არც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, არც ეკონომიკური აღმავლობა, არც ეროვნული ღირსება, არც ტრადიციული ქართველობა, არც ღირსეულ ევროპულ ოჯახში კუთვნილი ადგილი - არაფერი არ აინტერესებთ!!!
ლევან ნიკოლეიშვილი იტალიის ვიცე-პრემიერს: იტალიაში რომ ვხედავ ძალის გამოყენებას, ცუდად ვხდები! იმედი მაქვს, იტალიის ხელისუფლება პოლიციელებს ძალის გამოყენების ნებართვას არასდროს მისცემს, თუნდაც დემონსტრანტებმა მთელი იტალია გადაწვან
ზურაბ ქადაგიძე “ნაციონალური მოძრაობის” დაანონსებულ აქციაზე-ჩაგანაცვლათ კოლექტიურმა ნაც-მოძრაობამ თუ ვერა?! დღეს, “საქართველოს” ძახილის მერე, “თავისუფლება მიშას” ძახილი მოგიწევთ, რომ იცოდეთ
იოანე შაიშმელაშვილი: ომის მშვიდობად წარმოჩენა, მონობის თავისუფლებად წარმოჩენა და უმეცრების სიძლიერედ წარმოჩენა პოლიტიკური და მედია ტექნოლოგიებით შესაძლებელია ანუ ორაზრის პრინციპით მასის მართვა შესაძლებელია
არქივი