ზურაბ ქადაგიძე: რა გამოდის, რომ მამუკა ხაზარაძის დაპირების თანახმად საქართველოს ბიუჯეტის 35 % საპენსიო ფონდი უნდა იყოს? როგორ? რანაირად?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
102 27 იანვარი 2024, 18:12

მამუკა ხაზარაძის წინასაარჩევნო დაპირებების შესახებ წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე. როგორც ის აცხადებს ხაზარაძე ისეთივე პოლიტიკურ დაპირებებს გასცემს, როგორი თაღლითია სამართლებრივად.

„პოლიტიკური ჩარჩი” მათემატიკაშიც ჩარჩია… ეს ხანდაზმული თაღლითი პირობას დებს, რომ პენსიას 1000 ლარამდე გაზრდის. ანუ საქართველოში 838 000 პენსიონერია და შესაბამისად- თვიურად საპენსიო ფონდი 838 000 000 ლარი გამოვა, ხოლო წელიწადში 11 მილიარდ ლარს მიაღწევს.

რა გამოდის, რომ საქართველოს ბიუჯეტის 35 % საპენსიო ფონდი უნდა იყოს? როგორ? რანაირად? ჯანდაცვა, სოცუზრუნველყოფა, თავდაცვა, განათლება, ადმინისტრაციული ხარჯები?!

მოკლედ, რა თაღლითებიც სამართლებრივად არიან, ისეთივე პოლიტიკურ დაპირებებს გასცემენ. P.S. მიდი მამუკა, შენი რა მიდის?! ჭკუათმყოფელი შენ ხმას, მაინც არ მოგცემს და 1500 ლარი გახადე რა პრობლემაა?!“ - წერს ზურაბ ქადაგიძე FACEBOOK-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე აშშ-ის ელჩის განცხადებაზე: ირაკლი კობახიძე ვაშინგტონში მიწვეული იყო დათქმით, პარლამენტს დროებით უნდა შეეჩერებინა კანონპროექტის განხილვა - დათქმებითა და ულტიმატუმებით სუვერენული სახელმწიფოს მეთაურის ვიზიტის ორგანიზება მიუღებელია
ირაკლი ლატარია აქციის მონაწილეებზე: ყველაფერზე მიდიან, იმ დონეზე აქვთ პარალიზებული ქალაქი, რომ სასწრაფოც ვერ მოძრაობს, ადამიანის სიკვდილიც კი არ ადარდებთ
ივანიშვილის უძლეველობის მითი დანგრეულია, მისი სამყარო, სადაც ყველაფრის ყიდვა შესაძლებელია, ინგრევა. 26 ოქტომბერს მას ამ დამარცხებას დავანახებთ!
ზურაბ ქადაგიძე ოპოზიციაზე: მოკლედ, ვერაფრით დაიწყეს მაიდანის "მოხოდვა" და რას აღარ "ჩალიჩობენ"
ლევან ნიკოლეიშვილი: აქციის ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს ქალაქის საკვანძო მაგისტრალის გადაკეტვა, ამით არამარტო ჩვეულებრივი მოქალაქეების, არამედ სასწრაფოსა და და სახანძროს გადადგილებას უშლიან ხელს, შესაბამისად შესაძლოა ადამიანის სიკვდილიც მოჰყვეს
არქივი