გია აბაშიძე - ვერც ერთი კუთხით პოლიტიკური კურსი წარმატებული ვერ იქნება თუ არა იქნება მყარი მშვიდობა, რომელსაც უზრუნველყოფს პასუხისმგებლიანი ხელისუფლება შიდა და საგარეო უდიდესი გამოწვევების ეფექტიანად მოგერიებით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
141 29 იანვარი 2024, 12:20
ანალიტიკოსი გია აბაშიძე "ქართული ოცნების" თავმჯდომარის და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც აღნიშნულია, რომ "ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარების მთავარი ფაქტორი არა რომელიმე გაერთიანების წევრობა, არამედ ხელისუფლების მიერ გატარებული ეკონომიკური პოლიტიკაა".


როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, „საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მონაცემები კიდევ ერთხელ ხაზს უსვამენ იმას, რომ ეკონომიკური განვითარება დამოკიდებულია არა რომელიმე გაერთიანებაში წევრობაზე, არამედ ხელისუფლების მიერ გატარებული ეკონომიკური პოლიტიკაზე“.


„იმის გარდა, რომ ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრის (ERCAS) კეთილსინდისიერების 2023 წლის ინდექსში საქართველომ შეფასების ახალ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია (საუკეთესო 30 ქვეყანას შორისაა და 29-ე პოზიციაზე დაწინაურდა), სახელმწიფოს განვითარებისა და მოსახლეობის ცხოვრების დონის შესაფასებლად, უმთავრესი საზომი მისი ეკონომიკაა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მონაცემებით, საქართველოსა და მოწინავე ქვეყნებს შორის, ცხოვრების დონის თვალსაზრისით, სხვაობა თანდათანობით მცირდება. მაგალითად, 2012 წელთან შედარებით, 2023 წელს საქართველომ ეკონომიკური მაჩვენებლებით მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანას გადაასწრო და 110-ე ადგილიდან 79-ე ადგილზე გადაინაცვლა. 
IMF-ს პროგნოზით, 2028 წლისთვის კიდევ უფრო შემცირდება ეს სხვაობა. 2028 წელს საქართველოს ე.წ. PPP მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე $32 ათასს გადააჭარბებს და ჩამორჩენა ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობასთან (მათ შორის იტალიასთან, ესპანეთთან, პორტუგალიასთან, საბერძნეთთან) ორმაგზე ნაკლები გახდება. საქართველოს აქვს ყველა რესურსი, რომ 2030 წლისთვის დასავლეთ ევროპასთან ჩამორჩენა მინიმუმამდე შემცირდეს და სრულად აღმოიფხვრას სიღარიბე.
არსებობს დისკუსია იმის შესახებ, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ეკონომიკური განვითარება ევროკავშირში გაწევრიანებამ დააჩქარა. თუმცა, სანდო სტატისტიკას ვერავინ შეედავება - მსოფლიო ბანკის (WB) მონაცემებით, 2003-23 წლებში ბალტიის სახელმწიფოების ნომინალური ეკონომიკა 4-ჯერ, პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის - 3-ჯერ, ხოლო სლოვენიისა და უნგრეთის - 2-ჯერ გაიზარდა. 
ყურადსაღებია, რომ იმავე პერიოდში, მსოფლიო ბანკის ცნობით, საქართველოს ეკონომიკა არა 2-ჯერ, 3-ჯერ ან 4-ჯერ, არამედ 7,5-ჯერ გაიზარდა. 
საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მონაცემები კიდევ ერთხელ ხაზს უსვამენ იმას, რომ ეკონომიკური განვითარება დამოკიდებულია არა რომელიმე გაერთიანებაში წევრობაზე, არამედ ხელისუფლების მიერ გატარებული ეკონომიკური პოლიტიკაზე. 
ვერცერთი კუთხით პოლიტიკური კურსი წარმატებული ვერ იქნება თუ არა იქნება მყარი მშვიდობა, რომელსაც უზრუნველყოფს პასუხისმგებლიანი ხელისუფლება შიდა და საგარეო უდიდესი გამოწვევების ეფექტიანად მოგერიებით.“-წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: აქტივისტები ვნებიანად, აჟიტირებულად ებრძვიან ე.წ. „რუსულ კანონს“ და ვითომ „რუსულ რეჟიმს“, თუმცა საკუთარი თავის დასაცავად და პირად გამოწვევებთან გამკლავებაში ხშირად მორცხვი, დათრგუნული ჯუჯები არიან
ნანა კაკაბაძე - ფარისევლობაა აშშ-ს ხელისუფლების, ევროპარლამენტის დეპუტატების თუ ევროპული სახელმწიფოს ლიდერების მხრიდან მოთქმა-გოდება და ცრემლების ღვრა საქართველოს „მშვიდობიანი მოქალაქეების“ მიმართ ხელისუფლების მხრიდან განხორციელებულ, მათივე გამოგონილ „სასტიკ ანგარიშსწორებაზე და რეპრესიებზე“
გია აბაშიძე აშშ-ის ელჩის განცხადებაზე: ირაკლი კობახიძე ვაშინგტონში მიწვეული იყო დათქმით, პარლამენტს დროებით უნდა შეეჩერებინა კანონპროექტის განხილვა - დათქმებითა და ულტიმატუმებით სუვერენული სახელმწიფოს მეთაურის ვიზიტის ორგანიზება მიუღებელია
ირაკლი ლატარია აქციის მონაწილეებზე: ყველაფერზე მიდიან, იმ დონეზე აქვთ პარალიზებული ქალაქი, რომ სასწრაფოც ვერ მოძრაობს, ადამიანის სიკვდილიც კი არ ადარდებთ
ივანიშვილის უძლეველობის მითი დანგრეულია, მისი სამყარო, სადაც ყველაფრის ყიდვა შესაძლებელია, ინგრევა. 26 ოქტომბერს მას ამ დამარცხებას დავანახებთ!
არქივი