თამარ ჩიბურდანიძე: „ლელო” რადიკალიზმით ნაცმოძრაობას ეპაექრება, რადგან ჰგონიათ რომ რადიკალიზმი გაყიდვადია საქართველოში და ამით ამომრჩევლებს წაართმევენ დანარჩენ ოპოზიციას”
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
97 29 იანვარი 2024, 13:15
მოსალოდნელ პოლიტიკურ ხრიკად აფასებს „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე  ევროკავშირის 9 რეკომენდაციის შესრულების მიზნით მიმდინარე კონსულტეციებისაგან „ლელოს“ გამიჯვნას. როგორ  ის სოციალურ ქსელში წერს, ამით მოხდა ამ პოლიტიკური გუნდის ლუსტრაცია. 

„დღეს კიდევ ერთი ლუსტრაცია მოხდა ქართულ პოლიტიკაში. 9 პუნქტზე მუშაობის პროცესს თავიდანვე ბოიკოტი გამოუცხადა “ლელომ” და გაგვიმხილა, რომ თურმე მათ საკუთარი გეგმა ჰქონიათ ამაზე სამუშაოდ. ეს რა თქმა უნდა, პოლიტიკური ხრიკია და ამას ველოდით კიდეც. “ლელოს” წევრები ჯერ ევროპაში დარბოდნენ სტატუსის წინააღმდეგ და ახლა 9 პუნქტზე მუშაობას ბოიკოტს უცხადებენ. კარგია რომ ნიღაბი ჩამოიხსნეს. ევროპულ გზაზე უფრო მნიშვნელოვანი “ლელოსთვის” მოახლოებული არჩევნებია და იმ ტექნოლოგიების გამოყენება, რითაც ხმებს მოიპოვებენ. ამ შემთხვევაში “ლელო” რადიკალიზმით ნაცმოძრაობას ეპაექრება, რადგან ჰგონიათ რომ რადიკალიზმი გაყიდვადია საქართველოში და ამით ამომრჩევლებს წაართმევენ დანარჩენ ოპოზიციას. ორივე შემთხვევაში მწარედ ცდებიან.

პირველი ის, რომ რადიკალიზმი აღარ არის გაყიდვადი საქართველოში. ბიძინა ივანიშვილის ახალი პოლიტიკის წყალობით, ხალხში აღარ არის მოთხოვნა რადიკალიზმზე და ქარიზმატულ ლიდერებზე. საზოგადოება მიხვდა, რომ მშვიდი და გონივრული პოლიტიკა უპირატესია რადიკალიზმზე. რაც შეეხება “ლელოს” სტრატეგიას, წაართვას ხმები დანარჩენ ოპოზიციას, ვერც ამაში ექნებათ წარმატება, რადგან ნაცმოძრაობას მისი მყარი ამომრჩეველი ჰყავს და მიუხედავად მათთან მჭიდრო ერთობისა, ამომრჩეველს ვერ წაართმევენ. რაც შეეხება ხელისუფლების ამომრჩეველთა ხმების წაღებას, ეს კიდევ უფრო დიდი ილუზიაა მათთვის. 

აქედან გამომდინარე, “მესამე ძალის” სტატუსის ძიებაში “ლელო” დაკარგავს იმ მცირედსაც, რაც დღეს აქვს,” - წერს Facebook-ზე თამარ ჩიბურდანიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე აშშ-ის ელჩის განცხადებაზე: ირაკლი კობახიძე ვაშინგტონში მიწვეული იყო დათქმით, პარლამენტს დროებით უნდა შეეჩერებინა კანონპროექტის განხილვა - დათქმებითა და ულტიმატუმებით სუვერენული სახელმწიფოს მეთაურის ვიზიტის ორგანიზება მიუღებელია
ირაკლი ლატარია აქციის მონაწილეებზე: ყველაფერზე მიდიან, იმ დონეზე აქვთ პარალიზებული ქალაქი, რომ სასწრაფოც ვერ მოძრაობს, ადამიანის სიკვდილიც კი არ ადარდებთ
ივანიშვილის უძლეველობის მითი დანგრეულია, მისი სამყარო, სადაც ყველაფრის ყიდვა შესაძლებელია, ინგრევა. 26 ოქტომბერს მას ამ დამარცხებას დავანახებთ!
ზურაბ ქადაგიძე ოპოზიციაზე: მოკლედ, ვერაფრით დაიწყეს მაიდანის "მოხოდვა" და რას აღარ "ჩალიჩობენ"
ლევან ნიკოლეიშვილი: აქციის ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს ქალაქის საკვანძო მაგისტრალის გადაკეტვა, ამით არამარტო ჩვეულებრივი მოქალაქეების, არამედ სასწრაფოსა და და სახანძროს გადადგილებას უშლიან ხელს, შესაბამისად შესაძლოა ადამიანის სიკვდილიც მოჰყვეს
არქივი