ეკა სეფაშვილი: აღმასრულებელი და საპარლამენტო ლიდერების მიერ თანამდებობრივი ადგილების გაცვლა ძალიან კარგია პროცესისათვის, იმიტომ, რომ სპეციფიკა, რაც ახასიათებს ამ მიმართულებებს, კიდევ უფრო გაძლიერდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
114 31 იანვარი 2024, 21:07
სახელისუფლებო გუნდში დაანონსებულ სამთავრობო ცვლილელებს ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი ეკა სეფაშვილი და პროცესებს დადებით შეფასებას  აძლევს. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, როტაცია, რომელიც ხდება თანამდებობის პირებს შორის, დემოკრატიის ნიშანია. 

„სამთავრობო გადაადგილება ადასტურებს ჩვენს გუნდში დემოკრატიის არსებობას, რადგან ეს არის როტაცია, რომელიც ხდება თანამდებობის პირებს შორის. მოგეხსენებათ, რომ საპარლამენტო და აღმასრულებელ ხელისუფლებას აქვს თავისი მუშაობას სპეციფიკა. 

ფაქტია, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე არის ძალიან ძლიერი ლიდერი და სხვათა შორის, 12 პრიორიტეტის შესრულებაში, სწორედ ირაკლი კობახიძეს მიუძღვის ლომის წილი. ჩვენ ისე შევასრულეთ 12 პრიორიტეტი, რომ მივიღეთ კიდეც კანდიდატის სტატუსი. 

ასეთი ძლიერი ლიდერი როდესაც გადადის აღმასრულებელ ხელისუფლებაში, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია. საპარლამენტო გამოცდილების გადატანა მოხდება გარკვეულწილად აღმასრულებელ ხელისუფლებაში. მეორე მხრივ, აღმასრულებელი ხელისუფლების ასევე ძლიერი ლიდერი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც პოსტპანდემიური პერიოდის შემდგომ მოახერხა ქვეყნის ბიუჯეტის საგრძნობლად გაზრდა, ასევე ეკონომიკური ზრდის ორნიშნა მაჩვენებლამდე აწევა, გაიზარდა მთელი რიგი სოციალური შემწეობები და პროგრამები და ქვეყანამ მიიღო სტატუსი, აგრძელებს საქმიანობას პარტიაში.

რაც მთავარია,  მოვახერხეთ ამ საპარლამენტო და აღმასრულებელი გუნდის ერთობლივი შეთანხმებული მუშაობის შედეგად ქვეყნისათვის ძირითადი საფრთხის თავიდან არიდება, რაც მდგომარეობს იმაში რომ შევინარჩუნეთ მშვიდობა და სტაბილურობა. ის ფაქტი, რომ აღმასრულებელი და საპარლამენტო ლიდერები ცვლიან თანამდებობრივ ადგილებს ძალიან კარგია პროცესისათვის, იმიტომ, რომ ეს სპეციფიკა, რაც ახასიათებს ამ მიმართულებებს, კიდევ უფრო გაძლიერდა. ჩვენ ვართ საპარლამენტო რესპუბლიკა და თავისთავად ცხადია, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება ირჩევა უმრავლესობის გუნდის მიერ. ჩვენ აქამდეც ვმოქმედებდით, როგორც გუნდი. საპარლამენტო ინიციატივები ხან შემოდიოდა აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან, ხან ჩვენი კომიტეტები ამზადებდნენ, მაგრამ მუშაობა მაინც მიმდინარეობდა ერთობლივად. ლიდერების მიერ ადგილების შეცვლა პირიქით, პროცესს გახდის უფრო ღრმას და კონსტრუქციულს, უფრო მონოლითური იქნება გუნდი, უფრო ძლიერი და შეკრული,“ -  განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი გამსახურდია „ნაცმოძრაობას“: მავნებლები ხართ, არაფერი თქვენში სახელმწიფოებრივი არ არის. ვინც თქვენ მხარს დაგიჭერთ, ლაზარეზე უარესია
გია აბაშიძე-მართებულია, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობა უნდა გადაიხედოს - წლებია საქართველოს საზოგადოება ვერ ხედავს აშშ-თან ვერც თავისუფალ ვაჭრობას, ვერც პირდაპირ ფრენებს, ვერც უვიზო მიმოსვლას. სამაგიეროდ ხდება უსამშობლო და, უწინარესად, ამერიკისთვის ფუჭი "ნაცენჯეოების" პრივილეგირება
ბიზნესმენი ნოშიკო ნამორაძე: არ შეგვიძლია უგულებელვყოთ ფარული უცხოური დაფინანსების მავნე გავლენა სასიცოცხლო მნიშვნელობის პროექტებზე, რომლების „გაუქმება ან გადადება“ ხელს უშლის ჩვენი ქვეყნის პროგრესს
ნანა კაკაბაძე - მიმდინარეობს ნიადაგის მომზადება არჩევნების წინ ისეთი სიტუაციის წარმოჩენისთვის, რომ ყველა, ვინც ხელისუფლების მომხრეა, ავტომატურად პრორუსია, ხოლო ხელისუფლების ყველა მოწინააღმედეგე - პროევროპელია
გია აბაშიძე: ნაცგობლინები ვითომ ამუნათებენ დათო ევგენიძეს მართალი სიტყვისთვის, რადგან სექტის მონებში პატრიოტიზმი ნულს ქვემოთაა
არქივი