დავით ქართველიშვილი: ამერიკაში ორი ძირითადი ლიბერალური ფრაქციის ძალები კონსოლიდერდებიან ამერიკის შიგნით სიტუაციის შერყევის მიზნით, განსაკუთრებით, ბაიდენის დამარცხების შემთხვევაში, როდესაც საჭირო იქნება მთელი დემოკრატიული ბაზის მიყვანა "ქუჩის რევოლუციამდე" ტრამპის წინააღმდეგ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
89 16 თებერვალი 2024, 10:44
"ამჟამად, სოროს-ჯუნიორი გეგმავს თავისი მთავარი აქცენტი გააკეთოს შეერთებულ შტატებში ე.წ. "კულტურულ ომებზე". ის უკვე მზადაა მილიარდნახევარი დოლარი დახარჯოს ტრამპის წინააღმდეგ კამპანიაში" - ამის შესახებ "ხალხის ძალის" წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.


მისი თქმით, სოროსისა და აბედინის გაერთიანება შეიძლება ჩაითვალოს ორი ძირითადი ლიბერალური ფრაქციის ძალების კონსოლიდაციად  ამერიკის შიგნით სიტუაციის შერყევის მიზნით.



 "აშშ-ს ორი ლიბერალური დინასტია ერთიანდება: ამერიკულ პოლიტიკაში უცნაური წყვილი ჩამოყალიბდა 38 წლის ალექს სოროსი ("გიორგიევიჩი") და 47 წლის ჰუმა აბედინი. მათ ვალენტინობის დღე ერთად გაატარეს პარიზში და როგორც ჩანს, ახლა უკვე ოფიციალურად ხვდებიან, რასაც წინასწარ გათვლილი პოლიტიკური შედეგებიც მოჰყვება.

აბედინი - ჰილარი კლინტონის მთავარი მოკავშირეა. ის ასევე, მჭიდრო კავშირშია ორგანიზაცია "მუსლიმურ ძმებთან" და მათ ამერიკულ ფილიალ CAIR-თან (ამერიკულ-ისლამური ურთიერთობების საბჭო). CAIR-ის მეშვეობით ფინანსდება მრავალი პროპალესტინური პროტესტი მსოფლიოში (ყატარის ფულით, რომელიც ჰამასის ერთ-ერთი მთავარი სპონსორია).

თავად აბედინი კი წარსულში დაქორწინებული იყო ცნობილ ექს-კონგრესმენ ენტონი ვინერზე, რომელიც ჰანტერ ბაიდენის მსგავსად, საკუთარ თავს შიშველს უღებდა და სურათებს უგზავნიდა თავის შეყვარებულებს. ეს მის ლეპტოპზე იპოვეს 2016 წელს კლინტონის საიდუმლო მიმოწერა, რაც შემდეგ არჩევნებში ჰილარის მარცხის ფასად დაუჯდა.

ალექს ("გიორგიევიჩ") სოროსი კი ახლა გახდა მამის უზარმაზარი 25 მილიარდი დოლარის იმპერიის მემკვიდრე. უფრო მეტიც, მან მაშინვე დაიწყო სოროსის ფონდის რესტრუქტურიზაცია და ევროპული პროგრამები 40%-ით შეამცირა: პრიორიტეტებად დასახელდა მხოლოდ უკრაინა, მოლდოვა, ყირგიზეთი და ბალკანეთი.

ამჟამად, სოროს-ჯუნიორი გეგმავს თავისი მთავარი აქცენტი გააკეთოს შეერთებულ შტატებში ე.წ. "კულტურულ ომებზე". ის უკვე მზადაა მილიარდნახევარი დოლარი დახარჯოს ტრამპის წინააღმდეგ კამპანიაში. ასე რომ, სოროსისა და აბედინის გაერთიანება შეიძლება ჩაითვალოს ორი ძირითადი ლიბერალური ფრაქციის ძალების კონსოლიდაციად  ამერიკის შიგნით სიტუაციის შერყევის მიზნით, განსაკუთრებით, ბაიდენის დამარცხების შემთხვევაში, როდესაც საჭირო იქნება მთელი დემოკრატიული ბაზის მიყვანა "ქუჩის რევოლუციამდე" ტრამპის წინააღმდეგ...", - წერს ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ხვიჩა მაქაცარია: ვრჩები გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტის და ქვეყნის ევროპული არჩევანის ერთგული, როგორც ბიზნესმენიც და როგორც საქართველოს მოქალაქეც
ედიშერ გვენეტაძე-მერამდენედ მიმდინარეობს მიზანმიმართული პროვოკაცია საქართველოს წინააღმდეგ, რომლის ხელმძღვანელობას ამჟამად ნაცებისაგან დავალებული აქვთ პოლიციის გამოწვევა, შეტევა საკანონმდებლო ორგანოზე და მერე სისხლისღვრის გამოწვევა
გიორგი გამსახურდია „ნაცმოძრაობას“: მავნებლები ხართ, არაფერი თქვენში სახელმწიფოებრივი არ არის. ვინც თქვენ მხარს დაგიჭერთ, ლაზარეზე უარესია
გია აბაშიძე-მართებულია, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობა უნდა გადაიხედოს - წლებია საქართველოს საზოგადოება ვერ ხედავს აშშ-თან ვერც თავისუფალ ვაჭრობას, ვერც პირდაპირ ფრენებს, ვერც უვიზო მიმოსვლას. სამაგიეროდ ხდება უსამშობლო და, უწინარესად, ამერიკისთვის ფუჭი "ნაცენჯეოების" პრივილეგირება
ბიზნესმენი ნოშიკო ნამორაძე: არ შეგვიძლია უგულებელვყოთ ფარული უცხოური დაფინანსების მავნე გავლენა სასიცოცხლო მნიშვნელობის პროექტებზე, რომლების „გაუქმება ან გადადება“ ხელს უშლის ჩვენი ქვეყნის პროგრესს
არქივი