ირაკლი ლატარია: ალექსეი ნავალნი იხდიდა სასჯელს, არ სიმულიანტობდა და უყვარდა თავისი ერი. მიხეილ სააკაშვილი წელიწადზე მეტია ყველა დაავადებას იგონებს და ეზიზღება ყველაფერი რაც ქართულთან ასოცირდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
65 17 თებერვალი 2024, 16:31

არ ვაპირებ ნავალნის დახასიათებას, მაგრამ ფაქტების აღწერა და ანალიზი კარგად შემიძლია და სულ რომ ჩვენი მტერი ყოფილიყო ალექსეი, ის ქმედება რაც მის პატიმრობას შეეხება ვერასოდეს გახდება სააკაშვილის ტირილის სინონიმი - ვერასოდეს..., - ამის შესახებ ექსპერტი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში წერს.

ლატარიას თქმით, ალექსეი ნავალნი კაცურად იხდიდა სასჯელს, არ სიმულიანტობდა და უყვარდა თავისი ერი, მაშინ როცა მიხეილ სააკაშვილი წელიწადზე მეტია ყველა დაავადებას იგონებს, რაც კი შეიძლება არსებობდეს და ეზიზღება ყველა და ყველაფერი რაც ქართულთან ასოცირდება.

„აზრზე ხართ? არსება, რომელმაც უარი თქვა საკუთარ მოქალაქეობაზე მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ ხელფასი ჰქონოდა...

არსება, რომელიც არაჟანში ჩამალული შემოიპარა საკუთარ ქვეყანაში.

არსება, რომელიც წელიწადზე მეტია ყველა დაავადებას იგონებს რაც კი შეიძლება არსებობდეს..

არსება, რომელიც კუჭში ხშირად გასვლასაც კი იგონებს

არსება, რომელიც დაკავების წამიდან ტირის როგორც უკანასკნელი წაკლა ქალი

არსება, რომელსაც ეზიზღება ის ქვეყანა, სადაც დაიბადა და რომლის მთავარ სარდალიც გახლდათ

არსება, რომელსაც ეზიზღება ყველა და ყველაფერი რაც ქართულთან ასოცირდება

არსება, რომელსაც უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნეს პუტინის მითითებით

არსება, რომელმაც პუტინს შეუსრულა ყველა ის ოცნება, რაც კი ოდესმე შეიძლება ჰქონოდა

ეს და კიდევ რამდენი რამე შემიძლია ჩამოვთვალე იმ არარაობაზე, რომელსაც მისი მონები ადარებენ ნავალნის...იმ ნავალნის, რომელიც კაცურად იხდიდა სასჯელს, არ ტიროდა, არ წიოდა, არ სიმულიანტობდა და რაც მთავარია - უყვარდა თავისი ერი, წარმომავლობა და ყველაფერი, რაც მასა და მის ქვეყანას შეეხებოდა..

არა, არ გამოგივათ პუტანკის შედარება - კაცთან...არაა...

პს: არ ვაპირებ ნავალნის დახასიათებას, მაგრამ ფაქტების აღწერა და ანალიზი კარგად შემიძლია და სულ რომ ჩვენი მტერი ყოფილიყო ალექსეი, ის ქმედება რაც მის პატიმრობას შეეხება ვერასოდეს გახდება სააკაშვილის ტირილის სინონიმი - ვერასოდეს....

ნაცებო, დაიმახსოვრეთ - თქვენ გყავთ ლაჩარი, ქალაჩუნა, წაკლა ბელადი - წერტილი...“, - წერს ირაკლი ლატარია Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლევან ნიკოლეიშვილი სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე-არა მგონია, ამ ქალბატონმა იცოდეს ვნების კვირა რას ნიშნავს, რასაც ვერ ვიტყვი ეშმაკზე, რომელსაც სავარაუდოდ პირადად იცნობს და მასთან წილნაყარია, სხვანაირად რას მივაწეროთ მის ქცევები?!
გია აბაშიძე აქციის მონაწილეებისთვის სალომე ზურაბიშვილის მოწოდებაზე-ერთდროულად ვერ გამოვა ეკლესიურობა და ნაცსექტის მსახურება, ფარისევლობა-თვალთმაქცობის დემონსტრტირებაა თქვენი განცხადება და მეტი არაფერი
დავით ქართველიშვილი: ნიუ-იორკის მერი აცხადებს, რომ ქალაქი უნდა დაიცვას მათგან, ვინც ახალგაზრდების რადიკალიზაციას ახდენს
თამთა მეგრელიშვილი: ის ახალგაზრდები, რომლებიც დღეს ქუჩაში გამოდიხართ, მხოლოდ პოლიტიკური სატყუარა ხართ, თქვენ სისხლზე აქვთ გათვლა ამ პოლიტიკურ სვავებს და გონს მოეგეთ, რას აპროტესტებთ ერთხელ მაინც გადაიკითხეთ!
ზურაბ ქადაგიძე: გამჭვირვალობის შესახებ კანონი მეორე მოსმენით მიღებულია - გაუმარჯოს სუვერენულ საქართველოს!
არქივი