გია აბაშიძე: კონტენტ-ანალიზის გარეშეც შესამჩნევია, რომ საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს უნისონში ეწინააღმდეგებიან კრემლი და მისი სასარგებლო იდიოტი, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
76 21 თებერვალი 2024, 22:36
კონტენტ-ანალიზის გარეშეც შესამჩნევია, რომ საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს უნისონში ეწინააღმდეგებიან კრემლი და მისი სასარგებლო იდიოტი, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

აბაშიძის თქმით, რადიკალური ოპოზიციის ფსევდო-ევროატლანტიკოსების მავნებლური პროპაგანდა საქართველოზე კიდევ ერთხელ გაქარწყლდა, როდესაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენმდივანმა აღნიშნა, რომ საქართველო სწორი მიმართულებით მიდის ევროატლანტიკურ ოჯახში სრულფასოვანი წევრობისკენ.

„რადიკალური ოპოზიციის ფსევდო-ევროატლანტიკოსების მავნებლური პროპაგანდა საქართველოზე კიდევ ერთხელ გაქარწყლდა ნატოს შტაბ-ბინიდან. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენმდივანმა სტოლტენბერგმა პრემიერ კობახიძესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ხაზგასმით აღნიშნა - გვახარებს, რომ სწორი მიმართულებით მიდის საქართველო ევროატლანტიკურ ოჯახში სრულფასოვანი წევრობისკენ.
ნატო-ს ხელმძღვანელმა მადლიერებით აღნიშნა, რომ სხვა პარტნიორებთან ერთად, საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს უკრაინის მხარდამჭერი პაკეტების შემუშავებაში და უზრუნველყოფს უკრაინის ჰუმანიტარულ, ფინანსურ დახმარებას და მასპინძლობს ათასობით უკრაინელ ლტოლვილს.
 კონტენტ-ანალიზის გარეშეც შესამჩნევია, რომ საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს უნისონში ეწინააღმდეგებიან კრემლი და მისი სასარგებლო იდიოტი, კოლექტიური 'ნაცმოძრაობა'. 
 At a joint press point in Brussels with PM Irakli Kobakhidze NATO Secretary General Jens Stoltenberg stressed:
We are very happy that Georgia is moving in the right direction in terms of prosperity, democracy and full membership in the Euro-Atlantic family.
Georgia is close NATO partner, the Alliance will continue to stand by Georgia. NATO fully supports Georgia’s sovereignty and territorial integrity.
NATO partners are also playing a key role, and I welcome that Georgia is providing humanitarian and financial aid, and hosting thousands of Ukrainian refugees“, - წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზურაბ ქადაგიძე: გუშინ რომ იარაღი მიეცათ მომიტინგეებისთვის, როგორ გგონიათ არ გამოიყენებდნენ? ეს ყველაფერი კეთდება „შავი ფულით“
დავით ქართველიშვილი: ჩვენი შვილების ნაწილს არც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, არც ეკონომიკური აღმავლობა, არც ეროვნული ღირსება, არც ტრადიციული ქართველობა, არც ღირსეულ ევროპულ ოჯახში კუთვნილი ადგილი - არაფერი არ აინტერესებთ!!!
ლევან ნიკოლეიშვილი იტალიის ვიცე-პრემიერს: იტალიაში რომ ვხედავ ძალის გამოყენებას, ცუდად ვხდები! იმედი მაქვს, იტალიის ხელისუფლება პოლიციელებს ძალის გამოყენების ნებართვას არასდროს მისცემს, თუნდაც დემონსტრანტებმა მთელი იტალია გადაწვან
ზურაბ ქადაგიძე “ნაციონალური მოძრაობის” დაანონსებულ აქციაზე-ჩაგანაცვლათ კოლექტიურმა ნაც-მოძრაობამ თუ ვერა?! დღეს, “საქართველოს” ძახილის მერე, “თავისუფლება მიშას” ძახილი მოგიწევთ, რომ იცოდეთ
იოანე შაიშმელაშვილი: ომის მშვიდობად წარმოჩენა, მონობის თავისუფლებად წარმოჩენა და უმეცრების სიძლიერედ წარმოჩენა პოლიტიკური და მედია ტექნოლოგიებით შესაძლებელია ანუ ორაზრის პრინციპით მასის მართვა შესაძლებელია
არქივი