ზურაბ ქადაგიძე: თანაბარუფლებიანობა, პატიოსანი თამაშის წესები და თანაბარი პირობებია ის ურთიერთობა, რასაც საქართველო მოითხოვს ყველა პარტნიორისაგან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
93 26 თებერვალი 2024, 12:40
სახელმწიფოთაშორის პარტნიორული ურთიერთობების მაგალითად მიიჩნევს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მიერ საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის დაწესებას. ამ გადაწყვეტილებას, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლიო კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააჟღერა, ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება: 

„მაშინ როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებში მსჯელობენ საქართველო-აშშ შორის თავისუფალ ვაჭრობაზე, ვიზების გამარტივებასა და სტრატეგიული პარტნიორობით ნაგულისხმევ სიკეთეებზე, რეალური პარტნიორობა გამოიხატება ასე - ჩინეთის რესპუბლიკამ საქართველოს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა დაუწესა.

სტრატეგიული პარტნიორობა, წინაპირობებისა და ურთიერთობებში ჩადებული „ნაღმების” გარეშე ურთიერთობას ნიშნავს. 

თანაბარუფლებიანობა, პატიოსანი თამაშის წესები და თანაბარი პირობებია ის ურთიერთობა, რასაც საქართველო მოითხოვს ყველა პარტნიორისაგან. დანარჩენი ყველაფერი ლირიკაა! 

P.S. წარსულს უნდა ჩაბარდეს, საქართველოს მიმართ ის „ბატონ-ყმური” ურთიერთობა, რომელსაც ზოგიერთი „უფროსი ძმა” მიეჩვია. ევროკავშირი დროულად მიხვდა და მიიღო სამართლიანი გადაწყვეტილება. ჰოდა ახლა, სხვებიც უნდა გადავაჩვიოთ!" - წერს ზურაბ ქადაგიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზურაბ ქადაგიძე: გუშინ რომ იარაღი მიეცათ მომიტინგეებისთვის, როგორ გგონიათ არ გამოიყენებდნენ? ეს ყველაფერი კეთდება „შავი ფულით“
დავით ქართველიშვილი: ჩვენი შვილების ნაწილს არც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, არც ეკონომიკური აღმავლობა, არც ეროვნული ღირსება, არც ტრადიციული ქართველობა, არც ღირსეულ ევროპულ ოჯახში კუთვნილი ადგილი - არაფერი არ აინტერესებთ!!!
ლევან ნიკოლეიშვილი იტალიის ვიცე-პრემიერს: იტალიაში რომ ვხედავ ძალის გამოყენებას, ცუდად ვხდები! იმედი მაქვს, იტალიის ხელისუფლება პოლიციელებს ძალის გამოყენების ნებართვას არასდროს მისცემს, თუნდაც დემონსტრანტებმა მთელი იტალია გადაწვან
ზურაბ ქადაგიძე “ნაციონალური მოძრაობის” დაანონსებულ აქციაზე-ჩაგანაცვლათ კოლექტიურმა ნაც-მოძრაობამ თუ ვერა?! დღეს, “საქართველოს” ძახილის მერე, “თავისუფლება მიშას” ძახილი მოგიწევთ, რომ იცოდეთ
იოანე შაიშმელაშვილი: ომის მშვიდობად წარმოჩენა, მონობის თავისუფლებად წარმოჩენა და უმეცრების სიძლიერედ წარმოჩენა პოლიტიკური და მედია ტექნოლოგიებით შესაძლებელია ანუ ორაზრის პრინციპით მასის მართვა შესაძლებელია
არქივი