დავით ქართველიშვილი: ფაშიზმი არ დამარცხებულა არც კანადაში, არც უკრაინაში და სანამ „ნაცმოძრაობაზე“ არ ჩატარდება პოლიტიკური სასამართლო პროცესი - არც საქართველოში!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
63 05 მარტი 2024, 10:59
„რუსული“ შობის, „რუსული“ მარხვისა თუ აღდგომის შემდეგ, ჩვენ ტრადიციულად, გველოდება „მაღალისტორიული“ მსჯელობა: ფაშიზმი 8 მაისს დამარცხდა თუ 9 მაისს?“ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი წერს.

როგორც დავით ქართველიშვილი აღნიშნავს, ფაშიზმი მსოფლიოში ჯერ კიდევ არსებობს და ის, მათ შორის, საქართველოშიცაა.
„ყოველდღე მარტივდება ქართველი „ოპოზიციონერების“ საარჩევნო „პროგრამული წინსვლა“ გარდაუვალი, კატასტროფული მარცხისაკენ. ამ მომენტამდე უკვე ნათელია მათი დამოკიდებულება ქვეყანაში უცხო ქვეყნის აგენტურის (ჩრდილოეთიდან, დასავლეთიდან და ა.შ.) დაფინანსების გამჭვირვალობის საკითხისადმი. სულ რაღაც ორ კვირაში ნათელი მოეფინება მათ დამოკიდებულებას ეროვნული ტრადიციული ფასეულობების დაცვის კანონპროექტის მიმართ. ასევე, ჩვენი ჟურნალისტების ადგილას ნაცსექტანტების მოლაპარაკე თავებს აუცილებლად შევეკითხებოდი: „უკრაინაში გერმანული ფაშიზმის რეანიმირებით ხომ არ ხდება აგრესორი რუსეთის პროვოცირება კიდევ უფრო დიდი აგრესიისაკენ“? და ა.შ. „რუსული“ შობის, „რუსული“ მარხვისა თუ აღდგომის შემდეგ, ჩვენ ტრადიციულად, გველოდება „მაღალისტორიული“ მსჯელობა: ფაშიზმი 8 მაისს დამარცხდა თუ 9 მაისს. ამ პოლემისტების გასაგონად ვამბობ: არა! ის არ დამარცხებულა! არც კანადაში, არც უკრაინაში. და სანამ თქვენზე არ ჩატარდება პოლიტიკური სასამართლო პროცესი - არც საქართველოში!“, - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზურაბ ქადაგიძე “ნაციონალური მოძრაობის” დაანონსებულ აქციაზე-ჩაგანაცვლათ კოლექტიურმა ნაც-მოძრაობამ თუ ვერა?! დღეს, “საქართველოს” ძახილის მერე, “თავისუფლება მიშას” ძახილი მოგიწევთ, რომ იცოდეთ
იოანე შაიშმელაშვილი: ომის მშვიდობად წარმოჩენა, მონობის თავისუფლებად წარმოჩენა და უმეცრების სიძლიერედ წარმოჩენა პოლიტიკური და მედია ტექნოლოგიებით შესაძლებელია ანუ ორაზრის პრინციპით მასის მართვა შესაძლებელია
ლევან ნიკოლეიშვილი სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე-არა მგონია, ამ ქალბატონმა იცოდეს ვნების კვირა რას ნიშნავს, რასაც ვერ ვიტყვი ეშმაკზე, რომელსაც სავარაუდოდ პირადად იცნობს და მასთან წილნაყარია, სხვანაირად რას მივაწეროთ მის ქცევები?!
გია აბაშიძე აქციის მონაწილეებისთვის სალომე ზურაბიშვილის მოწოდებაზე-ერთდროულად ვერ გამოვა ეკლესიურობა და ნაცსექტის მსახურება, ფარისევლობა-თვალთმაქცობის დემონსტრტირებაა თქვენი განცხადება და მეტი არაფერი
დავით ქართველიშვილი: ნიუ-იორკის მერი აცხადებს, რომ ქალაქი უნდა დაიცვას მათგან, ვინც ახალგაზრდების რადიკალიზაციას ახდენს
არქივი