გია აბაშიძე „ტვ პირველის“ სიუჟეტზე: გიორგი კალანდარიშვილზე თავდასხმის ტრაგიკომიკური მცდელობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ნაცრადიკალები უკვე წაგებულნი არიან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
38 05 მარტი 2024, 12:36
ნაცპროპაგანდის ზნეობისგან დაცლილმა ერთ-ერთმა რუპორმა, "ტვ პირველმა" მიიღო დავალება - "გააშავონ" ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი, თუმცა დეზინფორმატორი, უვიცი "ჟურნალისტები" ამაოდ ყიყინებენ, - ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, ცესკოს თავმჯდომარეზე თავდასხმის მცდელობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რადიკალურ ოპოზიციას უკვე წაგებული აქვს.
"ნაცპროპაგანდის ზნეობისგან დაცლილმა ერთ-ერთმა რუპორმა, "ტვ პირველმა" მიიღო დავალება - "გააშავონ" ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი, თუმცა დეზინფორმატორი, უვიცი "ჟურნალისტები" ამაოდ ყიყინებენ. რევანშისტების უწიგნური ე.წ. მედია იმდენად ჩამოძონძილია, რომ მისი დროებითი ბოროტი ზღაპრების გაშიფვრას არ ესაჭიროება ანალიზიც კი. გიორგი კალანდარიშვილზე თავდასხმის ტრაგიკომიკური მცდელობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ნაცრადიკალები უკვე წაგებულნი არიან და გამართული საარჩევნო სისტემის გარდა, ვითომ თავს ესხმიან ცესკოს თავმჯდომარეს. უკიდეგანოდ უვიცი გოიმი ნოდარ მელაძეები როცა შეგაქებენ, ისაა პრობლემური და არა მათი გახუნებული კრიახი. P.S. ნაკლებად მგონია, რომ ნაცსექტის ერთ-ერთმა განშტოებამ, "ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიამ" სამართლიანი მოსაზრება გამოხატოს. ბატონ კალანდარიშვილს, ისევე როგორც ნაცპროპაგანდის ცილისწამების სხვა ადრესატებს ვურჩევ, რომ სასამართლოს მიმართონ."- წერს აბაშიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: ნიუ-იორკის მერი აცხადებს, რომ ქალაქი უნდა დაიცვას მათგან, ვინც ახალგაზრდების რადიკალიზაციას ახდენს
თამთა მეგრელიშვილი: ის ახალგაზრდები, რომლებიც დღეს ქუჩაში გამოდიხართ, მხოლოდ პოლიტიკური სატყუარა ხართ, თქვენ სისხლზე აქვთ გათვლა ამ პოლიტიკურ სვავებს და გონს მოეგეთ, რას აპროტესტებთ ერთხელ მაინც გადაიკითხეთ!
ზურაბ ქადაგიძე: გამჭვირვალობის შესახებ კანონი მეორე მოსმენით მიღებულია - გაუმარჯოს სუვერენულ საქართველოს!
დავით ქართველიშვილი: „გლობალური ომის პარტიის“ შესაძლოა ბოლო გაფართხალების მოწმენი ვართ ერთდროულად სხვადასხვა გეოლოკაციაში განვითარებული იდენტური არეულობების სახით
არა ნაცებს! არა მწამებლებს! არა „ორი გვამის“ მომთხოვნ ადამიანებს, რომლებიც დღეს ისევ ქვეყნის არევას, ხელისუფლების დამხობას, რევანშს და სისხლის კალოების მოწყობას გეგმავენ
არქივი