ირაკლი ლატარია მამუკა მდინარაძის მიმართვაზე აშშ-ს საელჩოსთვის: თუ ვერ ასაბუთებთ, მოხსენით მოსამართლეებს სანქციებიო... ძალიანაც კარგი, სწორედ ასე უნდა ესაუბრებოდე ყველას - თუ ხარ სახელმწიფო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
57 01 აპრილი 2024, 22:49
დიახაც!!!  თუ ვერ ასაბუთებთ, მოხსენით სანქციებიო... ძალიანაც კარგი, სწორედ ასე უნდა ესაუბრებოდე ყველას - თუ ხარ სახელმწიფო, - ასე ეხმიანება ექსპერტი ირაკლი ლატარია, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომელმაც  აშშ-ის საელჩოს და ელჩს მიმართა, რომ დაიწყოს საუბარი და სანქციები, რომლებიც შტატების მხრიდან დაუწესდა ქართველ მოსამართლეებს მოეხსნათ. 

ექსპერტის თქმით,  საქართველო ამერიკას თავს არ დაუხრის, რადგან ორივე არის ჯერ სახელმწიფო და შემდეგ მეგობრები და თუ სადმე გადაცდომაა, ამაზე რეაგირებას მოითხოვს ჩვენი ქვეყანა. 

„დიახაც.. !!! 
თუ ვერ ასაბუთებთ, მოხსენით სანქციებიო... ძალიანაც კარგი, სწორედ ასე უნდა ესაუბრებოდე ყველას - თუ ხარ სახელმწიფო. 
კი ბატონო, ვართ თქვენი სტრატეგიული პარტნიორი, ყველაფერში თქვენს გვერდით ვართ, მაგრამ თუ ვხედავთ სადმე გადაცდომას - თუნდაც თქვენი მხრიდან, მოვითხოვთ რეაგირებას... დაახლოებით ამ პათოსით ისაუბრა მამუკა მდინარაძემ და მაგრად მესიამოვნა  
თავს არ დაგიხრით, იმიტომ რომ ორივე ვართ ჯერ სახელმწიფოები და შემდეგ მეგობრები - ასეთი პოზიციები ძალიან მეამაყება..  “, - წერს ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზაალ ანჯაფარიძე: ოპოზიციის გუშინდელი აქცია იყო სპონტანურ-ისტერიული რეაქცია ხელისუფლების მომხრეთა მშვიდობიან-გაწონასწორებულ შეკრებაზე - პასიონარული პოლიტიკური უმცირესობა ცდილობს რადიკალიზმით მიაღწიოს მიზანს
ლევან ნიკოლეიშვილი: საყოველთაო-სახალხო შეკრებამ ჭკუიდან გადაიყვანა „ნაცები" და არასამთავრობოები, გადაწყვიტეს, მსხვერპლად წარმოჩენილიყვნენ, შესაბამისად რადიკალურ მოქმედებებზე, სამართალდამცავების შეურაცხყოფაზე და ძალადობაზე გადავიდნენ
ზურაბ ქადაგიძე: საქართველოს წინააღმდეგ შეიკრა კოალიცია, რომელსაც გლობალური ომის კონგლომერატი მეთაურობს. ქვეყანაში მიმდინარე პროტესტი, აბსოლუტურად მართულია და არაავთენტური
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის რესურსებით წაქეზებულმა რევანშისტებმა განახორციელეს ტოტალურად უკანონო ძალადობა სამართალდამცველებზე, რასაც მოჰყვა პროპორციულად პრევენციული და არა ნაცსადამსჯელო რეაქცია
დავით ქართველიშვილი: ევროპის წამყვან ქვეყნებში რას პასუხობენ პოლიციურ დანაყოფებზე გამიზნული პროვოკაციების დროს - კარგად ვიცით. კარგად გვახსოვს ამერიკაში BLM-ის აგორებული ტალღის დროს 14 ათასი დაკავებული და სამწუხაროდ,19 დაღუპული
არქივი