გია აბაშიძე: სამოქალაქო საზოგადოების ინდექსით საქართველოს არასამთავრობო სექტორის სარეიტინგო პოზიცია 50 ადგილით გაუარესდა - ეს აჩვენებს, თუ რა მარგინალურ სივრცეში არიან "ნაცმოძრაობასთან" დაკავშირებული "ენჯეოები"
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
23 04 აპრილი 2024, 15:25
შვედური ლიბერალური ორგანიზაციის, V-Dem Institute-ის კვლევის ეს მაჩვენებელიც აჩვენებს თუ რა მარგინალურ სივრცეში არიან "ნაცმოძრაობასთან" დაკავშირებული ეს ე.წ. "ენჯეოები", - ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს. 

მისი თქმით, აღნიშნული არასამთავრობოების უცხოელმა სპონსორებმა უნდა იცოდნენ, რომ ფსონს აუტსაიდერებზე დებენ, რომლებსაც, საქართველოს აყირავება არასდროს გამოუვათ. 

"შვედური ლიბერალური ორგანიზაციის, V-Dem Institute-ის კვლევის ეს მაჩვენებელიც აჩვენებს თუ რა მარგინალურ სივრცეში არიან "ნაცმოძრაობასთან" დაკავშირებული ეს ე.წ. 'ენჯეოები'. მათმა უცხოელმა სპონსორებმა უნდა გაითვალისწინონ თუ რა ტიპის უხეირო აუტსაიდერებზე დებენ ფსონს. 
საქართველოს აყირავება ამ უსამშობლოებს რომ არასდროს გამოუვათ, დიდი ხანია ვიცით.
სამოქალაქო საზოგადოების ინდექსით საქართველოს არასამთავრობო სექტორის სარეიტინგო პოზიცია 50 ადგილით გაუარესდა და მსოფლიოში 27-ე ადგილიდან  77-ე ადგილზე დაქვეითდა." - წერს გია აბაშიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: აქტივისტები ვნებიანად, აჟიტირებულად ებრძვიან ე.წ. „რუსულ კანონს“ და ვითომ „რუსულ რეჟიმს“, თუმცა საკუთარი თავის დასაცავად და პირად გამოწვევებთან გამკლავებაში ხშირად მორცხვი, დათრგუნული ჯუჯები არიან
ნანა კაკაბაძე - ფარისევლობაა აშშ-ს ხელისუფლების, ევროპარლამენტის დეპუტატების თუ ევროპული სახელმწიფოს ლიდერების მხრიდან მოთქმა-გოდება და ცრემლების ღვრა საქართველოს „მშვიდობიანი მოქალაქეების“ მიმართ ხელისუფლების მხრიდან განხორციელებულ, მათივე გამოგონილ „სასტიკ ანგარიშსწორებაზე და რეპრესიებზე“
გია აბაშიძე აშშ-ის ელჩის განცხადებაზე: ირაკლი კობახიძე ვაშინგტონში მიწვეული იყო დათქმით, პარლამენტს დროებით უნდა შეეჩერებინა კანონპროექტის განხილვა - დათქმებითა და ულტიმატუმებით სუვერენული სახელმწიფოს მეთაურის ვიზიტის ორგანიზება მიუღებელია
ირაკლი ლატარია აქციის მონაწილეებზე: ყველაფერზე მიდიან, იმ დონეზე აქვთ პარალიზებული ქალაქი, რომ სასწრაფოც ვერ მოძრაობს, ადამიანის სიკვდილიც კი არ ადარდებთ
ივანიშვილის უძლეველობის მითი დანგრეულია, მისი სამყარო, სადაც ყველაფრის ყიდვა შესაძლებელია, ინგრევა. 26 ოქტომბერს მას ამ დამარცხებას დავანახებთ!
არქივი