თამარ ჩიბურდანიძე: უცხოეთი ვეღარ ბედავს წელს ამ კანონს “რუსული” უწოდოს, რადგან თავად ევროკავშირი იღებს და საკუთარ თავს ცილს ხომ არ დასწამებენ?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
75 05 აპრილი 2024, 12:49

ამ კანონის ხელახლა ინიცირებით ხელისუფლებამ დაამტკიცა, რომ ნამდვილად ევროპულ გზას ადგას და იზიარებს იმ უმთავრეს დემოკრატიულ ღირებულებებს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე წერს.

ჩიბურდანიძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რადიკალური ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის ნაწილის მიერ გამოთქმულ ბრალდებებს ეხმიანება და აცხადებს, რომ მათ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა აღარ გამოუვათ, შარშანდლისგან განსხვავებით.

„დიდი მიღწევა“ გვაქვს წელს გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით, ვერც ერთმა უცხოელმა მაღალჩინოსანმა ამ კანონს “რუსული” ვეღარ უწოდა, განსხვავებით შარშანდელი წლისგან, როდესაც ერთმანეთის მიყოლებით გაიძახოდნენ - რუსული, რუსულიო. უცხოეთი ვეღარ ბედავს წელს ამ კანონს „რუსული“ უწოდოს, რადგან თავად ევროკავშირი იღებს და საკუთარ თავს ცილს ხომ არ დასწამებენ?

დარჩნენ ოპოზიცია და მათი ენჯეოები მარტო, თუმცა მაინც ცდილობენ „რუსულის“ დეზინფორმაციით ხალხის მოტყუებას. საქმე იმაშია, რომ არათუ ხალხს, არამედ, თავადაც აკლიათ უკვე დამაჯერებლობა ამ ტყუილებში. ხვდებიან, რომ საზოგადოების თვალის აბმა შარშანდელივით აღარ გამოუვათ.

ამ კანონის ხელახლა ინიცირებით ხელისუფლებამ დაამტკიცა, რომ ნამდვილად ევროპულ გზას ადგას და იზიარებს იმ უმთავრეს დემოკრატიულ ღირებულებებს, რაც არის გამჭვირვალობა და ღიაობა. ჩვენთვის ევროპელობა შერჩევითი არ არის, ოპოზიციისგან განსხვავებით. ევროპაში არ ეშინიათ გამჭვირვალობის და თუკი ვინმე ამას გაბედავს, ამისთვის უმკაცრეს კანონს იღებენ, ჩვენგან განსხვავებით” - წერს ჩიბურდანიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: აქტივისტები ვნებიანად, აჟიტირებულად ებრძვიან ე.წ. „რუსულ კანონს“ და ვითომ „რუსულ რეჟიმს“, თუმცა საკუთარი თავის დასაცავად და პირად გამოწვევებთან გამკლავებაში ხშირად მორცხვი, დათრგუნული ჯუჯები არიან
ნანა კაკაბაძე - ფარისევლობაა აშშ-ს ხელისუფლების, ევროპარლამენტის დეპუტატების თუ ევროპული სახელმწიფოს ლიდერების მხრიდან მოთქმა-გოდება და ცრემლების ღვრა საქართველოს „მშვიდობიანი მოქალაქეების“ მიმართ ხელისუფლების მხრიდან განხორციელებულ, მათივე გამოგონილ „სასტიკ ანგარიშსწორებაზე და რეპრესიებზე“
გია აბაშიძე აშშ-ის ელჩის განცხადებაზე: ირაკლი კობახიძე ვაშინგტონში მიწვეული იყო დათქმით, პარლამენტს დროებით უნდა შეეჩერებინა კანონპროექტის განხილვა - დათქმებითა და ულტიმატუმებით სუვერენული სახელმწიფოს მეთაურის ვიზიტის ორგანიზება მიუღებელია
ირაკლი ლატარია აქციის მონაწილეებზე: ყველაფერზე მიდიან, იმ დონეზე აქვთ პარალიზებული ქალაქი, რომ სასწრაფოც ვერ მოძრაობს, ადამიანის სიკვდილიც კი არ ადარდებთ
ივანიშვილის უძლეველობის მითი დანგრეულია, მისი სამყარო, სადაც ყველაფრის ყიდვა შესაძლებელია, ინგრევა. 26 ოქტომბერს მას ამ დამარცხებას დავანახებთ!
არქივი