დავით ქართველიშვილი: ზოგიერთ „დაუძინებელ მეგობარს“ საკუთარ სახლში თავზე ემხობა საარჩევნო წელიწადი, მაგრამ ურჩი, დამოუკიდებელი საქართველოსთვის წელსაც მაინც იცლიან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
43 06 აპრილი 2024, 16:34

გვიახლოვდება საკრალური 9 აპრილის 35 წლისთავი. ამჟამად ევროსაბჭოთა კავშირი გვაქვს დასამარცხებელი. საკრალურ 40-წლისთავთან დარჩენილ 5 წელიწადში უნდა შევძლოთ და მოვასწროთ ჩვენი „იორდანეს" (ენგურის) გადალახვის მოახლოება. ამას კოლონია ვერ შეძლებს. ამას შეძლებს ღირსეული და თავისუფალი ერი. ჩვენ არაერთ კოლონიზატორს გამოვექეცით - ამასაც დავამარცხებთ, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი. პოსტში ქართველიშვილი აღნიშნავს, რომ მისთვის მიუღებელია საქართველოს გვერდში დგომის სანაცვლოდ უცხოელმა პარტნიორებმა ქვეყნისგან მოითხოვონ კოლონიალური, ვასალური, მონური მორჩილება.

„ვისაც ეჭვი გეპარებოდათ ირაკლი კობახიძეში, ირაკლი ღარიბაშვილში, შალვა პაპუაშვილში, მამუკა მდინარაძეში, დასქრინეთ, დააარქივეთ მათი თითოეული გამონათქვამი. ამ ადამიანებმა არა მხოლოდ სახელმწიფოებრივი, არამედ პირადი ღირსება და რეპუტაცია დაუპირისპირეს დამოუკიდებელი საქართველოს „დაუძინებელ მეგობრებს". დიახ, ეს ის „მეგობრები" არიან, ვინც გუშინ, დღეს და ხვალაც ჩვენი ქვეყნის გვერდში დგომას გვპირდებიან - ოღონდ ჩვენი კოლონიალური, ვასალური, მონური მდგომარეობის შემთხვევაში. ზოგიერთ ამ „მეგობარს" საკუთარ სახლში თავზე ემხობა საარჩევნო წელიწადი, მაგრამ ურჩი, დამოუკიდებელი საქართველოსთვის წელსაც მაინც იცლიან.

გვიახლოვდება საკრალური 9 აპრილის 35 წლისთავი. ამჟამად ევროსაბჭოთა კავშირი გვაქვს დასამარცხებელი. საკრალურ 40-წლისთავთან დარჩენილ 5 წელიწადში უნდა შევძლოთ და მოვასწროთ ჩვენი „იორდანეს" (ენგურის) გადალახვის მოახლოება. ამას კოლონია ვერ შეძლებს. ამას შეძლებს ღირსეული და თავისუფალი ერი. ჩვენ არაერთ კოლონიზატორს გამოვექეცით - ამასაც დავამარცხებთ“, - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამარ ჩიბურდანიძე: საპარლამენტო არჩევნებმა ქუჩაში გადმოინაცვლა და ყველასათვის ნათელი გახადა მოსალოდნელი შედეგები. მარცხისთვის განწირული ოპოზიცია მეტ არეულობას შეეცდება
ლევან ნიკოლეიშვილი: სალომე ზურაბიშვილის პროვოკაციულ მიმართვას ჯარის პოლიტიზების სახიფათო და დაუშვებელი სურვილი ახლავს
გია აბაშიძე: პარიზელ ხანუმად წოდებულმა, ზნეობადაკარგულმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს თავდაცვის ძალების პროფესიულ დღეს, ჩვენი საამაყო ჯარის წინაშეც უსაქციელოდ გაახმოვანა ნაცნარატივები
რეზო ხარაზი: ხანდახან იტყვიან, რომ არ გვინდა ეგ რევოლუციაო, მაგრამ გვინდა რევოლუცია, ეგენი უნდა გადავაბრუნოთ
ლევან ნიკოლეიშვილი: უმთავრესი რაც სახალხო შეკრებაზე გაჟღერდა - ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ საქართველოს სუვერენიტეტი კიდევ უფრო განმტკიცდეს, ქვეყანა ეკონომიურად გაძლიერდეს, ხოლო 2030 წლისათვის კი ევროკავშირის წევრობა რეალური გახდეს
არქივი