თამარ ჩიბურდანიძე: მამუკა მდინარაძის გამანადგურებელი გამოსვლის შემდეგ ოპოზიციას თუ თავმოყვარეობა აქვს, უნდა ადგნენ და გავიდნენ, მაგრამ აქვთ კი?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
42 15 აპრილი 2024, 12:04

ამ წუთებში პარლამენტში, „გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ წარდგენისას, მამუკა მდინარაძემ ოპოზიციას შანსი აღარ დაუტოვა, ისე გაანადგურა მათივე ტყუილების მხილებით, - ასე ეხმაურება „ხალხის ძალის“ წევრი, თამარ ჩიბურდანიძე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის განხილვას.

როგორც ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში წერს, საქართველოს ხელისუფლების სიმართლე, პირდაპირ ეთერში, მთელმა მსოფლიომ დაინახა.

მისივე შეფასებით, „ოპოზიციამ საკუთარ თავს განაჩენი გამოუტანა“.

„მაღალი პროფესიონალიზმი, შეუპოვრობა და სიმართლის უზენაესობა - ამას ვხედავთ თითოეული მოქალაქე, ამ წუთებში, პარლამენტში „გამჭვირვალობის შესახებ კანონის” წარდგენისას. მამუკა მდინარაძემ შანსი აღარ დაუტოვა ოპოზიციას, ისე გაანადგურა მათივე ტყუილების მხილებით. ოპოზიციას თავისი სამარცხვინო ტყუილები დილის საუზმედ მიართვა უმრავლესობის ლიდერმა და კარგად დაანაყრა. ამის შემდეგ, თუ თავმოყვარეობა აქვთ, დარბაზი უნდა დატოვონ და გავიდნენ, მაგრამ აქვთ კი? პირდაპირ ეთერში ხელისუფლების სიმართლე დაინახა მთელმა მსოფლიომ. ამ ეთერს უყურებენ ჩვენი ემიგრანტები უცხოეთში, უსმენენ უცხო ქვეყნის ელჩები, უყურებს სრულიად საქართველო. ოპოზიციამ საკუთარ თავს განაჩენი უკვე გამოუტანა“, - წერს თამარ ჩიბურდანიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლევან ნიკოლეიშვილი სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე-არა მგონია, ამ ქალბატონმა იცოდეს ვნების კვირა რას ნიშნავს, რასაც ვერ ვიტყვი ეშმაკზე, რომელსაც სავარაუდოდ პირადად იცნობს და მასთან წილნაყარია, სხვანაირად რას მივაწეროთ მის ქცევები?!
გია აბაშიძე აქციის მონაწილეებისთვის სალომე ზურაბიშვილის მოწოდებაზე-ერთდროულად ვერ გამოვა ეკლესიურობა და ნაცსექტის მსახურება, ფარისევლობა-თვალთმაქცობის დემონსტრტირებაა თქვენი განცხადება და მეტი არაფერი
დავით ქართველიშვილი: ნიუ-იორკის მერი აცხადებს, რომ ქალაქი უნდა დაიცვას მათგან, ვინც ახალგაზრდების რადიკალიზაციას ახდენს
თამთა მეგრელიშვილი: ის ახალგაზრდები, რომლებიც დღეს ქუჩაში გამოდიხართ, მხოლოდ პოლიტიკური სატყუარა ხართ, თქვენ სისხლზე აქვთ გათვლა ამ პოლიტიკურ სვავებს და გონს მოეგეთ, რას აპროტესტებთ ერთხელ მაინც გადაიკითხეთ!
ზურაბ ქადაგიძე: გამჭვირვალობის შესახებ კანონი მეორე მოსმენით მიღებულია - გაუმარჯოს სუვერენულ საქართველოს!
არქივი