2017 წელს, „ფრონტერას“ უწევდა ტერიტორიის იმ ნაწილის დათმობა, სადაც არ აწარმოებდა ნავთობის მოპოვებას, მაგრამ ტერიტორიის დაბრუნებაზე კომპანიამ უარი განაცხადა, რაც დავის ძირითადი საგანი გახდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
673 16 მაისი 2020, 22:29
ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ბიზნესი იმედზე“ ავტორი ირაკლი წულაია „ფრონტერას“ საკითხით დაინტერესდა და რამდენიმე კონკრეტული დეტალი გაარკვია. მან ერთმანეთს შეადარა მოსარჩელე მხარეების მიერ მოწოდებული ინფორმაცია და აღმოჩნდა შემდეგი: „ფრონტერას“ ვერსიით, 1997 წლიდან საქართველოში განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა 580 მილიონ დოლარს აღწევს. სახელმწიფო კი ამტკიცებს, რომ თანხა რამდენიმე ასეული მილიონით ნაკლებია. „ფრონტერა“ აცხადებს რომ გათხრილი ჭაბურღილების რაოდენობა 56-ია. სახელმწიფოს ინფორმაციით, „ფრონტერამ“ მხოლოდ 1 ჭაბურღილი გაბურღა და ისიც წარუმატებლად. „ფრონტერა“ ამბობს, რომ 300 მილიარდი კუბური მეტრი გაზის და 10 მილიარდი ბარელი ნავთობის პოტენციალია საქართველოში. სახელმწიფოს განცხადებით, კი ეს მხოლოდ ჰიპოთეტური ციფრებია და დადასტურებული არ არის. 2019 წელს კომპანია „ფრონტერას“ 90-მდე თანამშრომელი გაიფიცა, ისინი აცხადებდნენ, რომ 11 თვის ხელფასი არ აუღიათ. გაფიცულები კომპანიამ სამსახურიდან გაათავისუფლა. კონტრაქტის მიხედვით, 2017 წელს, „ფრონტერას“ უწევდა ტერიტორიის იმ ნაწილის დათმობა, სადაც არ აწარმოებდა ნავთობის მოპოვებას, მაგრამ ტერიტორიის დაბრუნებაზე კომპანიამ უარი განაცხადა, რაც დავის ძირითადი საგანი გახდა. სახელმწიფოს და ფრონტერას დავა განსახილველად საერთაშორისო არბიტრაჟში წავიდა. სასამართლომ თითქმის სრულად დააკმაყოფილა საქართველოს მოთხოვნები და ფრონტერას ტერიტორიის სახელმწიფოსთვის გადაცემა დააკისრა. შეგახსენებთ, რომ კომპანია „ფრონტერა“ საქართველოში 1997 წელს შემოვიდა, მას დედოფლისწყაროს რაიონში ნავთობი და გაზი უნდა მოეპოვებინა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა
მიხაილო პოდოლიაკის თქმით, უკრაინული ძალები ყირიმში წელს იმიტომ ვერ შევიდნენ, რომ დასავლეთმა საკუთარი ვალდებულებები ვერ შეასრულა
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის 27 კმ-იანი მონაკვეთი გაიხსნა
ნათია თურნავა კომერციული ბანკებისა და ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა
ირაკლი ღარიბაშვილმა ყაზახეთის პრემიერს მიმართა - კარგი გეგმა გვაქვს შუა დერეფნის განვითარებისთვის, მჯერა, ჩვენი სამომავლო თანამშრომლობა იქნება ისეთივე ნაყოფიერი, როგორიც აქამდე იყო და როგორიც ახლაა
არქივი