აუთვისებელი 400 მილიონი – აუდიტის სამსახური კაპიტალური პროექტების განვითარების სტრატეგიას იწუნებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
815 16 სექტემბერი 2019, 18:08
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, ბიუჯეტით გათვალისწინებული 400 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების, 27 კაპიტალური პროექტის წლიური ბიუჯეტი, 6 თვის მონაცემებით, 0%-ითაა ათვისებული.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ბიუჯეტის მონიტორის ინფორმაციით, 6 თვის მონაცემებით, 26 პროექტში ათვისებულია წლიური ბიუჯეტის 1%-დან 30%-მდე რესურსი, ხოლო 22 პროექტში ათვისების მდგომარეობა 30-100%-მდე მერყეობს. ამასთან, 5 პროექტის შემთხვევაში გაწეულმა ხარჯებმა უკვე გადააჭარბა განსაზღვრულ წლიურ გეგმას.
აუდიტის სამსახურის შეფასებით, საქართველოში პროექტების პირველადი შერჩევის არაფორმალურ და არასტანდარტიზებულ პრაქტიკას აქვს ადგილი და არ არსებობს კაპიტალური პროექტების განვითარების სტრატეგია.ხარვე
ზებია დეტალური დაგეგმვის ეტაპზეც. კერძოდ, მთავარ და პრობლემურ საკითხს უშუალოდ მომზადებული დეტალური გეგმის ხარისხი წარმოადგენს, რაც ძირითადად უკავშირდება დაგეგმვის ეტაპზე კონტრაქტორების მიერ არასრულფასოვანი პროცედურების განხორციელებას.
„არ არის განსაზღვრული მექანიზმი, რომლის მეშვეობით მოხდებოდა პროექტის შესახებ მნიშვნელოვანი ცვლილებების (შეწყვეტა, არსებითი მოდიფიკაცია) დასაბუთება სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით, რაც ნეგატიურ გავლენას ახდენს პროექტის მდგრადობაზე და ვერ უზრუნველყოფს მის შესაბამისობას თავდაპირველ მოტივაციასა და მიზნებთან. ასევე, განსაზღვრული არ არის პროექტების ზედამხედველების მიერ მონიტორინგის შედეგების წარდგენის ფორმა და პერიოდულობა პროექტის განმახორციელებლებისათვის. არ მზადდება სამუშაოების მიმდინარეობის მონიტორინგის ამსახველი ანგარიშები.
საბიუჯეტო რესურსით დაფინანსებული კაპიტალური პროექტებისათვის პროექტის დასრულების შემდგომ არ ფასდება მიღწეული შედეგები და არ გამოიყენება პროექტის განხორციელების შედეგად დაგროვებული ცოდნა და გამოცდილება შემდგომი პერიოდების პროექტების დაგეგმვისას. შედეგად არ არსებობს ინფორმაცია პროექტების მიერ მიღწეული შედეგების შესახებ. ამას გარდა, ცოდნისა და გამოცდილების გაუთვალისწინებლობა იწვევს განმეორებითი ხასიათის ხარვეზებს, რასაც საბოლოოდ, მივყავართ საბიუჯეტო სახსრების არაეფექტიან და არაეკონომიურ განკარგვამდე,”- აღნიშნულია სახელმწფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში.
სახელმწიფო აუდიტის მონაცემებით, 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებულია 80 კაპიტალური პროექტი, რომელთა ჯამური ღირებულება 2,349 მლნ ლარს შეადგენს.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჯორჯია მელონი: „ჰამასი“ ისრაელს არ დაესხმებოდა თავს, მანამდე რუსეთი უკრაინაში რომ არ შეჭრილიყო
ბექა ოდიშარია: სალომე ზურაბიშვილი მოქმედებს იმგვარად, რომ ხელი შეუწყოს ყველანაირ ნიადაგს, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ და სხვა მის ანასხლეტებს და სატელიტებს მისცემს საშუალებას, რომ გამოიყენონ ტრიბუნა „ქართული ოცნების“ გასაკრიტიკებლად
არჩილ თალაკვაძე: ჩვენ არაერთხელ ვამხილეთ ის რადიკალური ჯგუფები, რომლებიც ეწეოდნენ ანტიდასავლურ დეზინფორმაციას და დასავლეთის სახელით აკეთებდნენ ანტიქართულ და ანტიევროპულ საქმეს
სოზარ სუბარი: ეს არის მკაფიო მაგალითი, როგორი სისხლიანი და არაადამიანური იყო ნაციონალური მოძრაობის რეჟიმი, რომელიც ებრძოდა, აწამებდა და კლავდა თავის გმირებს
ნინო წილოსანი: არ ვარ დარწმუნებული, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს სურთ, საქართველომ პრიორიტეტები შეასრულოს
არქივი