პოლიტიკური და ბიზნეს მიზანშეწონილობიდან გამომდინარე „ფრონტერასთან“ მიმართებაში მთავრობა სწორად მოიქცა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
331 24 ივლისი 2020, 13:52

კომპანია „ფრონტერასათან“ დაკავშირებით საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას საფინანსო საკითხებში ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე დადებითად აფასებს.

მისი შეფასებით, პოლიტიკური და ბიზნეს მიზანშეწონილობიდან გამომდინარე მთავრობა სწორად მოიქცა.

„სახელმწიფოს შეეძლო, გაეწყვიტა კონტრაქტი „ფრონტერასთან“ იმ ერთი პროცენტის დატოვების გარეშეც და მოეთხოვა დამატებითი ვალდებულებების ანაზღაურება ან არ გაეწყვიტა კონტრაქტი და გარკვეული პოლიტიკური განაცხადი გაეკეთებინა. როცა სახელმწიფო ასეთ გადაწყვეტილებას იღებს, ეს ცნობილი ხდება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ საერთაშორისო ინვესტორებისთვისაც“, – აცხადებს ექსპერტი.

მისივე თქმით, დღეს საქართველო, ისევე, როგორც მთელი მსოფლიო, ეკონომიკურ კრიზისშია და ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო ასპარეზზე პოზიციონირება.

პოსტპანდემიური კრიზისის ფონზე, განსაკუთრებით უნდა პოზიციონირებდეს ქვეყანა საერთაშორისო ასპარეზზე, ყველა პოზიცია გაძლიერებული უნდა გვქონდეს. ნებისმიერი კრიზისის დროს უნდა მოვიპოვოთ ნიშა, რომელიც დარჩება. მის გარეშე პოსტპანდემიურ პერიოდზე გასვლა გაგვიჭირდება“, – აღნიშნავს გიორგი ცუცქირიძე.

საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება აღარ მოშალოს „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენთან“ კონტრაქტი და შესაძლებლობა მისცეს კომპანიას, საქმიანობა განაგრძოს საძიებო ტერიტორიის ერთ პროცენტზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დუშეთის მუნიციპალიტეტში სოფელ ახატანის წყალმომარაგებისთვის სისტემის მშენებლობა მიმდინარეობს
ნათია თურნავა - „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით განიხილება, როგორც პროექტის გაგრძელება ENKA Renewables-ის მიერ, ასევე მათი პროექტიდან გასვლა გარკვეული პირობებით
ნათია თურნავა - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ რამდენიმე მილიარდი დოლარის ღირებულების ახალი საინვესტიციო პაკეტი და პროექტი მოამზადა
"თუ შევხედავთ მსოფლიოში ინფლაციის დონეს, ყველგან იზრდება, მაგრამ ჩვენი მოსახლეობისთვის ეს მეტად მტკივნეულია, ამაზე ყოველთვის ვსაუბრობთ და არ გავურბივართ"
საქართველოს უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა აღდგენამდე მიმავალ პოსტ-პანდემიურ გზაზე
არქივი