კახა კალაძე ანაკლიის პორტის თემაზე ხაზარაძის განცხადებას “ჭორაობას” უწოდებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
855 16 სექტემბერი 2019, 18:16
თუ ამ პროექტის განხორციელების რესურსი კერძო ინვესტორებს გააჩნიათ, ჩვენი მხრიდან მხოლოდ და მხოლოდ ხელშეწყობა იქნება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით განაცხადა.
დედაქალაქის მერი ჭორაობას უწოდებს “ლელოს” დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ინვესტორი გააქცია.
„რამდენიმე დღის განმავლობაში ვისმენთ ჭორაობას. რაც ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია, ჩვენ არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის ისეთი პროექტის განხორციელება, როგორიც ანაკლიის პროექტია. ვიცით, რომ კერძო ინვესტიციაა, მაგრამ კერძო ინვესტიციას თუ უნდა რომ ფარად გამოიყენოს ეს კონკრეტული პროექტი, არ გამოვა, რადგან ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია, სახელმწიფოს ხარჯით და სახელმწიფოს გარანტიებით განახორციელოს. მაშინ მე, თქვენ, თითოეულ ადამიანს ზოგადად, შეუძლია მსგავსი მიდგომებით, თუ იქნება სახელმწიფო გარანტიები, განახორციელონ ნებისმიერი პროექტი – არა მხოლოდ ანაკლიის. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ეს. ამიტომ ეს მიდგომა და დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია. სახელმწიფოს და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ინტერესები ყოველთვის იქნება დაცული. თუ ამ პროექტის განხორციელების რესურსი მათ გააჩნიათ, ჩვენი მხრიდან მხოლოდ და მხოლოდ ხელშეწყობა იქნება”, – განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძის თქმით, ყველაფერი იქით მიდის, რომ ანაკლიის პროექტის კონტრაქტი გაწყდეს. “ყველაფერი იქით მიდის, რომ კონტრაქტი გაგვიწყვიტონ. 12 სექტემბერს მაია ცქიტიშვილმა ჩვენი ინვესტორები, რომლებთან მოლაპარაკებაც თითქმის დასრულებულია, პრაქტიკულად ოთახიდან გამოაგდო. კიდევ კარგი, მე და ბადრი ჯაფარიძე არ ვესწრებოდით იმ შეხვედრას, თორემ ჩვენ დაგვბრალდებოდა. ცქიტიშვილმა პირდაპირ უთხრა, თქვენნაირი ინვესტორი არ გვჭირდებაო. ინგლისისა და ჰონკონგის წარმომადგენლები იყვნენ. მეტ დეტალზე ამ ეტაპზე ვერ ვისაუბრებ,”-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჯორჯია მელონი: „ჰამასი“ ისრაელს არ დაესხმებოდა თავს, მანამდე რუსეთი უკრაინაში რომ არ შეჭრილიყო
ბექა ოდიშარია: სალომე ზურაბიშვილი მოქმედებს იმგვარად, რომ ხელი შეუწყოს ყველანაირ ნიადაგს, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ და სხვა მის ანასხლეტებს და სატელიტებს მისცემს საშუალებას, რომ გამოიყენონ ტრიბუნა „ქართული ოცნების“ გასაკრიტიკებლად
არჩილ თალაკვაძე: ჩვენ არაერთხელ ვამხილეთ ის რადიკალური ჯგუფები, რომლებიც ეწეოდნენ ანტიდასავლურ დეზინფორმაციას და დასავლეთის სახელით აკეთებდნენ ანტიქართულ და ანტიევროპულ საქმეს
სოზარ სუბარი: ეს არის მკაფიო მაგალითი, როგორი სისხლიანი და არაადამიანური იყო ნაციონალური მოძრაობის რეჟიმი, რომელიც ებრძოდა, აწამებდა და კლავდა თავის გმირებს
ნინო წილოსანი: არ ვარ დარწმუნებული, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს სურთ, საქართველომ პრიორიტეტები შეასრულოს
არქივი