„ანაკლიის კონსორციუმი“ - წარვადგინეთ ორი მსხვილი საერთაშორისო ინვესტორი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
902 17 სექტემბერი 2019, 10:41

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ განცხადებას ავრცელებს და შესაბამის სამინისტროსთან თანამშრომლობის იმედს გამოთქვამს.  კონსორციუმის განმარტებით, მათ ორი ინვესტორი მოძებნეს და ახლა სახელმწიფოსთან თანამშრომლობას ელოდებიან. 

მიესალმებიან პროექტში მათ ჩართვას და ექნებათ სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა.

"ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" თავს შეიკავებს მხარეთა შორის ჩვეულებრივი ორმხრივი კომუნიკაციის ფარგლებში სამინისტროსთან გამართული, კონფიდენციალური განხილვების თაობაზე კომენტირებისგან; ასევე განხილვებთან დაკავშირებით სხვა პირების მიერ გამოთქმულ მოსაზრებებზე კომენტირებისგან. კონსორციუმი აგრძელებს ინტენსიურ რეჟიმში მუშაობას პროექტთან დაკავშირებულ ყველა მხარესთან, მათ შორის სამინისტროსთან, სახელშეკრულებო ვალდებულებების შესასრულებლად.

აღნიშნულთან დაკავშირებით, კონსორციუმმა ცოტა ხნის წინ წარუდგინა სამინისტროს ორი მსხვილი საერთაშორისო ინვესტორი, რომელთაც, უკვე გაცხადებულ ინვესტორებთან - ამერიკულ SSA Marine-თან და ქართულ "თიბისიეიჩ ანაკლიასთან" ერთად, პოტენციურად შეუძლიათ მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა კონსორციუმის გაძლიერებაში.

კონსორციუმი ფიქრობს, რომ ამ მიმართულებით დაწყებული კომუნიკაციის ლოგიკური გაგრძელება იქნება, თუ სამინისტრო ოფიციალური წერილებით დაუდასტურებს ზემოხსენებულ პოტენციურ ინვესტორებს, რომ მათ მიესალმებიან პროექტში და ექნებათ სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა.

უკვე დროა, ყველა დაინტერესებულმა და ჩართულმა მხარემ გააერთიანოს ძალები, რათა ეს სტრატეგიული პროექტი წარმატებით განხორციელდეს. კონსორციუმი მიესალმება სახელმწიფოს მხრიდან გადადგმულ ყველა პოზიტიურ ნაბიჯს, რამაც შეიძლება ბიძგი მისცეს პროექტის შემდგომ სწრაფ განვითარებას - საქართველოს ზოგადი საერთო წარმატებისთვის“, - ნათქვამია „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ განცხადებაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლევან დავითაშვილი - ეკონომიკის სიჯანსაღე იზომება მრავალი პარამეტრით, გვაქვს სტაბილური მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც არის მთავარი შედეგი, ამოცანა, ეკონომიკა არის მდგრადი განვითარების რეჟიმში
"არანაირი კატასტროფა ეს არაა, როგორც დაეცა, ისევე აიწევა..." - გიორგი ცუცქირიძე საფონდო ბირჟის მონაცემებზე
საქართველოს ეროვნული ბანკი ევრო 2024-ის საკოლექციო მონეტას გამოუშვებს
ჯო ბაიდენმა კონგრესს მიმართა - მოგიწოდებთ, სასწრაფოდ გამომიგზავნოთ ეროვნული უსაფრთხოების კანონპროექტი ხელმოწერისთვის, რომელიც უკრაინისა და ისრაელის დაფინანსებას მოიცავს
საბერძნეთის პარლამენტმა მიიღო განათლების შესახებ კანონი, რომელიც უცხოურ კერძო უნივერსიტეტებს საშუალებას აძლევს, საბერძნეთში ფილიალები გახსნან
არქივი