ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით, 7.5 პროცენტამდე გაზარდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
744 26 სექტემბერი 2019, 11:17

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით, 7.5 პროცენტამდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ოფიციალურ პრესრელიზშია განმარტებული, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გასულ სხდომაზე ეროვნულმა ბანკმა დაიწყო პოლიტიკის გამკაცრება, რაც გაცვლითი კურსის გაუფასურებიდან მომდინარე ინფლაციური ზეწოლის განეიტრალებას ისახავს მიზნად. როგორც კომიტეტის 4 სექტემბრის სხდომის გადაწყვეტილებაში იყო აღნიშნული, პოლიტიკის გამკაცრება გაგრძელდება ინფლაციაზე გაცვლითი კურსიდან მომდინარე ზეწოლის აღმოფხვრამდე. ამავე დროს, კომიტეტმა, საჭიროების შემთხვევაში, რიგგარეშე სხდომის ჩატარების შესაძლებლობაზეც აღნიშნა.

„კომიტეტის გასული სხდომის შემდეგ ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი გაუფასურებულ დონეზე ნარჩუნდება, რის გამოც, ინფლაციური მოლოდინი კვლავ სახეზეა. აქედან გამომდინარე, დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. ეროვნული ბანკი მუდმივ რეჟიმში აკვირდება ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებიდან მომდინარე ინფორმაციას და საჭიროების შესაბამისად გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნულია პრესრელიზში.

ამასთან, უწყება განმარტავს, რომ საგარეო სექტორის მონაცემები კვლავ პოზიტიური ტენდენციის შენარჩუნებაზე მიუთითებს. კერძოდ, აგვისტოს თვეში გაგრძელდა საქონლისა და მომსახურების ვაჭრობის ბალანსის გაუმჯობესება, რაც მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებასთან ერთად, მოლოდინის არხით ხელს უწყობს გაცვლითი კურსის გამყარებას და შედეგად, საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის სასურველ დინამიკას უზრუნველყოფს.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2019 წლის 23 ოქტომბერს ჩატარდება.

1tv.ge

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე: მოლდოვასა და ბოსნიაში კატასტროფაა კორუფციის, ინსტიტუტების სისუსტის კუთხით, ამიტომ როდესაც მათ მიენიჭა სტატუსი და საქართველოს - არა, ეს იყო ძალიან უსამართლო გადაწყვეტილება
ირაკლი ღარიბაშვილმა ყაზახეთის პრემიერს მიმართა - კარგი გეგმა გვაქვს შუა დერეფნის განვითარებისთვის, მჯერა, ჩვენი სამომავლო თანამშრომლობა იქნება ისეთივე ნაყოფიერი, როგორიც აქამდე იყო და როგორიც ახლაა
ლუკ დევინი - საქართველო ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლის ადგილი არ უნდა გახდეს
გელათის სამონასტრო კომპლექსში არსებული მდგომარეობის შესწავლა გრძელდება
ყვარელში, მიხეილ სააკაშვილის სახლში შეკრებით „ნაცმოძრაობამ“ შესაძლოა პოლიტიკური პარტიების შესახებ კანონი დაარღვია
არქივი