ნათია თურნავა - მოლოდინი გვაქვს, რომ მიმდინარე წელი, სულ მცირე 7,7%-იანი ეკონომიკური ზრდით დასრულდება და გაიზრდება დასაქმება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
257 30 ივლისი 2021, 15:47
„ივნისში საკმაოდ მაღალი 18,7-პროცენტიანი ეკონომიკის ზრდა დაფიქსირდა, რაც მართლაც უპრეცედენტოდ მაღალია ამ პერიოდისთვის. ამასთან, ზრდა გვაქვს არა მხოლოდ 2020 წლის ივნისთან შედარებით. 2019 წლის ანალოგიურ პერიოდს თუ შევადარებთ, წელს 9-პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა. ასე, რომ ჩვენ აბსოლუტური ზრდა გვაქვს ისეთ წარმატებულ წელიწადთან, როგორიც იყო 2019 წელი,“ - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავა განაცხადა, რითაც 2021 წლის ივნისში ეკონომიკის ზრდის წინასწარი მაჩვენებელი შეაფასა.

მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკური ზრდაა თითქმის ყველა დარგში. მისი თქმით, განსაკუთრებით გამოირჩევა გადამამუშავებელი მრეწველობა, საბანკო და საფინანსო სექტორი, სასტუმრო და სხვა განთავსების ობიექტები, მშენებლობა და ვაჭრობა.

„ესაა საქართველოში ყველაზე მსხვილი დამსაქმებელი დარგები. მოლოდინი გვაქვს, რომ, ჯერ ერთი, შესრულდება ვარაუდი, რომ მიმდინარე წელი სულ მცირე 7,7 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდით დასრულდება, ასევე გაიზრდება დასაქმება,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
უკრაინის პირველი პრეზიდენტი გარდაიცვალა
პუტინი - ნატო-ს ქვეყნებმა არ მოისურვეს ჩვენი გაგონება. ეს იმას ნიშნავს, რომ სინამდვილეში, მათ ჰქონდა სრულიად განსხვავებული გეგმები და ჩვენ ამას ვხედავდით, საფრთხე იზრდებოდა ყოველდღიურად. რუსეთმა პროაქტიულად უპასუხა აგრესიას
ეკონომიკის სამინისტროს პროგნოზით, გაზაფხულიდან ინფლაცია შემცირებას დაიწყებს და 3-პროცენტიან სამიზნე ნიშნულს დაუბრუნდება
თამარ იოსელიანი - ფოთის ახალი ნავსადგური დაასაქმებს 200-მდე ადამიანს
აშშ-საქართველოს ბიზნესსაბჭოს პრეზიდენტი - ფოთის ახალი ნავსადგურის პროექტის წარმატებით დასრულება პარტნიორი ქვეყნებიდან ახალი ინვესტიციების მოზიდვის საშუალებას იძლევა
არქივი