638
15 ნოემბერი 2021, 13:18
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ოთარ ანგურიძემ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ოქტომბრის თვეში, ჯამურად, 2021 წლის პირველ 10 თვეში ექსპორტი გაიზარდა თითქმის 25%-ით და შეადგინა 3,4 მლრდ აშშ დოლარი, ხოლო იმპორტი გაიზარდა 22,3%-ით და 8 მლრდ აშშ დოლარამდე მიაღწია.
„ექსპორტის ასეთი ზრდა ნათლად გვიჩვენებს, რომ სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ბიზნესის მხარდაჭერის პოლიტიკა არის შედეგზე ორიენტირებული, რაც კარგად ვლინდება საგარეო ვაჭრობის მიმართულებით. შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ 2021 წელს დაწყებული ახალი სამთავრობო პროგრამები 2022 წლის ექსპორტის სტატისტიკაში მნიშვნელოვან ზრდას გამოიწვევს, რაც პოზიტიურ გავლენას მოახდენს სხვა მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზეც,“ - მიაჩნია ოთარ ანგურიძეს.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |