"თუ შევხედავთ მსოფლიოში ინფლაციის დონეს, ყველგან იზრდება, მაგრამ ჩვენი მოსახლეობისთვის ეს მეტად მტკივნეულია, ამაზე ყოველთვის ვსაუბრობთ და არ გავურბივართ"
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
415 15 ნოემბერი 2021, 13:30

ინფლაცია პრობლემაა, ამაზე ყოველთვის ვსაუბრობთ და არ გავურბივართ, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

„თუ შევხედავთ მსოფლიოში ინფლაციის დონეს, ყველგან იზრდება, მაგრამ ჩვენი მოსახლეობისთვის ეს მეტად მტკივნეულია და ამით არის განპირობებული თუნდაც ის ინიციატივა, რაც შეეხება მედიკამენტებზე ფასების დარეგულირებას, რაზეც აქტიურად ვმუშაობთ. 

რაც შეეხება სიღარიბის დონეს, ეს არის ელემენტარული სტატისტიკა 2005, 2006 და 2007 წლებში, როდესაც ეკონომიკა მაშინაც საკმაოდ მაღალი ტემპით იზრდებოდა და 2007-ში ორნიშნა ზრდაც იყო, სიღარიბე ლამის 39-49%-ს აღწევდა. 2018, 2019 და 2020 წლებში, მიუხედავად პანდემიისა, სიღარიბის დონე იყო 19-20-21%. ხედავთ, რამხელა სხვაობაა ამ მიმართულებით, რადგან ზრდა გახდა არა უბრალოდ ეკონომიკური ზრდისთვის, არამედ მეტად ინკლუზიური, რათა ზრდის სიკეთე უნდა მოხმარდეს მთლიანად მოსახლეობას. მიზანია, რომ გაზრდილი ეკონომიკიდან მეტი გადასახადი შემოვიდეს და ბიუჯეტიდან მეტი სოციალური თუ ბიზნესპროექტი დაფინანსდეს. ეს არის ამის მექანიკა. ის, რომ პრობლემები არსებობს, რა თქმა უნდა, ეს ასეა. ჩვენ ამას თვალს ვუსწორებთ და მათ აღმოფხვრაზე ვმუშაობთ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა
მიხაილო პოდოლიაკის თქმით, უკრაინული ძალები ყირიმში წელს იმიტომ ვერ შევიდნენ, რომ დასავლეთმა საკუთარი ვალდებულებები ვერ შეასრულა
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის 27 კმ-იანი მონაკვეთი გაიხსნა
ნათია თურნავა კომერციული ბანკებისა და ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა
ირაკლი ღარიბაშვილმა ყაზახეთის პრემიერს მიმართა - კარგი გეგმა გვაქვს შუა დერეფნის განვითარებისთვის, მჯერა, ჩვენი სამომავლო თანამშრომლობა იქნება ისეთივე ნაყოფიერი, როგორიც აქამდე იყო და როგორიც ახლაა
არქივი