სავალუტო ფონდის ანგარიში არის ცალსახა მინიშნება იმაზე, რომ ამ ქვეყანაში არის განვითარების პროცესი- რომან კაკულია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
881 13 თებერვალი 2020, 16:46

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ სავალუტო ფონდის ანგარიში  შეაფასა და განაცხადა , რომ ანგარიში არის ცალსახა მინიშნება იმაზე, რომ ამ ქვეყანაში არის განვითარების პროცესი .

კაკულიას თქმით, დადებითი შეფასება იმის მაჩვენებელია, რომ ქვეყანა სწორი ეკონომიკური კურსით მიდის. 

"სავალუტო ფონდის ანგარიში არის ცალსახა მინიშნება იმაზე, რომ ამ ქვეყანაში არის განვითარების პროცესი, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ცხადია ის, რომ 2019 წლის განმავლობაში შენარჩუნებულია პროგნოზზე მეტი ზრდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან კარგია, რომ დაკრედიტების ზრდა აჩვენებს, რომ ძალიან სწორი იყო რეზერვების შემცირების პოლიტიკა, რომელმაც მოახერხა და დააბალანსა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება, რომლის შენარჩუნება ჩვენ შეიძლება მოგვიწიოს ისევ, ინფლაციიდან გამომდინარე. მაგრამ, ამან რომ ასახვა არ ჰპოვა დაკრედიტების ზრდაზე, ეს ეკონომიკის მუშაობაზე მიუთითებს. მგონი, ეჭვის შეტანა იმაზე, რომ სავალუტო ფონდი შეიძლება ტენდენციური იყოს, არ ღირს,"- განაცხადა რომან გოცირიძემ.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში აღნიშნულია, რომ 2019 წელს საქართველოში ეკონომიკურმა ზრდამ 5.2 % შეადგინა, რაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის 4.6 %-იან პროგნოზს აღემატება, ხოლო 2019 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი შემცირდა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლევან დავითაშვილი - ეკონომიკის სიჯანსაღე იზომება მრავალი პარამეტრით, გვაქვს სტაბილური მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც არის მთავარი შედეგი, ამოცანა, ეკონომიკა არის მდგრადი განვითარების რეჟიმში
"არანაირი კატასტროფა ეს არაა, როგორც დაეცა, ისევე აიწევა..." - გიორგი ცუცქირიძე საფონდო ბირჟის მონაცემებზე
საქართველოს ეროვნული ბანკი ევრო 2024-ის საკოლექციო მონეტას გამოუშვებს
ჯო ბაიდენმა კონგრესს მიმართა - მოგიწოდებთ, სასწრაფოდ გამომიგზავნოთ ეროვნული უსაფრთხოების კანონპროექტი ხელმოწერისთვის, რომელიც უკრაინისა და ისრაელის დაფინანსებას მოიცავს
საბერძნეთის პარლამენტმა მიიღო განათლების შესახებ კანონი, რომელიც უცხოურ კერძო უნივერსიტეტებს საშუალებას აძლევს, საბერძნეთში ფილიალები გახსნან
არქივი