საქართველოს რეიტინგებში გაუმჯობესება კიდევ ორმა წამყვანმა სარეიტინგო სააგენტომ აღიარა: Moody's-მა და Fitch-მა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
854 12 ოქტომბერი 2019, 14:18

„წამყვანი სარეიტინგო სააგენტო Standard & Poors-ის მხრიდან საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის ერთი ბიჯით გაზრდარაც პირველად მოხდა 2011 წლის შემდეგ, ძალიან მკაფიო აღიარებაა იმ წარმატებული ეკონომიკური რეფორმების, რაც ჩვენმა ხელისუფლებამ წლების განმავლობაში გაატარა. თუ რეგიონში ამ რეიტინგების დინამიკას შევხედავთ, ვნახავთ, რომ ისეთი მკაფიო გაუმჯობესება, როგორიც საქართველომ მიიღო, რეგიონის სხვა ქვეყნებს არ აქვთ“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ Standard & Poors-ის მიერ საქართველო სუვერენული საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესების შეფასებისას.

 

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, საქართველოს  რეიტინგებში გაუმჯობესება   კიდევ ორმა წამყვანმა  სარეიტინგო სააგენტომა  აღიარა - Moody's- და Fitch-.

 

„Standard & Poors-ის გაუმჯობესებული რეიტინგი კი ამ პროცესის დაგვირგვინებაა. რა მოაქვს ამ რეიტინგს ჩვენთვის? - ეს არის ინვესტორების მხრიდან გაზრდილი ნდობის აღიარება. როგორც ჩვენი შიდა ადგილობრივი ინვესტორები, ისევე საერთაშორისო ინვესტორები არიან დადებითად განწყობილები და რეიტინგის შემხედვარე კიდევ უფრო თამამად განახორციელებენ ინვესტიციებს საქართველოში“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

 

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Standart & Poor’s-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ერთი საფეხურით, „BB“-მდე გაზარდა  პროგნოზითსტაბილური“.

 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო ფოჩხუა გიორგი გახარიაზე: კაცი უმაღლეს თანამდებობებს იკავებდა და მაშინ არ იცოდა, ვინ მდიდრდებოდა და ვინ არა. თუ პირიქითაა, იქნებ მისი ნაცნობ-მეგობრები გამდიდრდნენ „ქართულ-ჯიგრულ“ პონტში?[[[[[
ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა
მიხაილო პოდოლიაკის თქმით, უკრაინული ძალები ყირიმში წელს იმიტომ ვერ შევიდნენ, რომ დასავლეთმა საკუთარი ვალდებულებები ვერ შეასრულა
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის 27 კმ-იანი მონაკვეთი გაიხსნა
ნათია თურნავა კომერციული ბანკებისა და ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა
არქივი